ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2010


***


ცელ-ნამგალ-გუთნისაგან
დავიწყებულ
ჭაღარახეხილიან ეზოში დაღოღავდა
ბეჭებში ნამგალივით
მოხრილი მოხუცი,
როგორც ნაზამთრალი ფუტკარი
დაცარიელებულ,
აქა-იქ თაფლის წვეთებშემორჩენილ,
დროისგან გახუნებულ ფიჭაზე.

***
ბაბუაწვერას სიმსუბუქით
და ნამის სისუფთავით
ხარობენ სიტყვები
და ღმერთისაგან გაღებული
ერთი ცის სარკმლებიდან
მეორე,უფრო მაღალი ცის
სიღრმეში მიფრინავენ.

***
დარდის ფიალა ბევრჯერ დავცალე,
სიხარულისაც მდენია ცრემლი.
ბედნიერება,როგორც წაწალი,
იყო და თანაც არ იყო ჩემი.

ხან მიერთგულეს და ხან გამცვალეს,
ვყოფილვარ მგზავრი განწირულ გემის.
ბედნიერება,როგორც წაწალი,
იყო და თანაც არ იყო ჩემი.

ფერმკრთალ ფერდობებს ზეცა ამწვანებს,
იცვლება ფერი ფუძის და ჭერის.
ბედნიერება,როგორც წაწალი,
არის და თანაც არაა ჩემი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები