ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


სიტყვების თოკით

სიტყვების თოკით

სიტყვების თოკით  თუ  გამნასკვავ  სახრჩობელაზე-
სკამს ფეხს თუ აჰკრავ და ჰაერში თმასავით შემჭრი
სიცოცხლისფრად  გადაღებილ ბოლო სურვილებს
წამწამით ალბათ შენს საყელოს დავეკიდები...
და ჩემს გრძელ სევდას შემოგახვევ ყელის გარშემო....
.....................................
როცა დუმილი ოქროდ ფასობს- ხიდებს ვაშენებ
როცა ვხმაურობ-იშლებიან ჩემი ხიდები
ვეღარ ვპოულობ საგანძურში  ბგერას  საშენოს
და ვცდილობ -ხელზე მზის აკიდოს ჩამოკიდებით
განიშნო როგორ დავიღალე...როგორ გავდივარ
იმ  წვიმის წრიდან-შენ რომ ერთ დროს თეთრ ზღვას ადრიდი
როცა გვერდიგვერდ ვთევზაობდით და ერთდროულად
ხელში ვიყვანდით  ოქროს თევზებს ნისლის ბადიდან
და ისევ ზღვაში ვაბრუნებდით...და მერე ბადეს
ისევ ვისროდით ოქროს თევზის ამოსაყვანად...
----------------------------------------------------------
ახლა მაჯაზე მზის აკიდო ბოქლომად მადევს
მკლავებზე რწმენის ნამსხვრევებმა გამომაყარა
და მეშინია, არ დავმთავრდეთ, არ შეეწიროს
ჩვენი წარსული გრძელი თოკის შავ-თეთრ განაჩენს
და ღრუბლებს გიწყობ ბრმა თვალებში, რომ შენი სულის
თითქმის გამომშრალ ნაპრალებში  წვიმად გადავრჩე.
2010.თებერვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები