ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


პოეტები

ვინ მეტყვის,
როდის იყო პირველად,
პოეტები რომ შემოესივნენ
სამყაროს?
ნეტა,დედას არ დავეწყევლე და,
მეც იმათ მარაქაში
არ გავრეულიყავი.
რა მრჯიდა?!
მეცოდინებოდა ქვეყანა
ჩემს სოფელსა და
დიდი-დიდი ოზურგეთის
ბაზარს შუა იყო
მოქცეული.
პოეტები - განსაკუთრებით
ტელეპოეტები - რომლებიც
განათებულ სცენაზე
მხოლოდ იმ რიგში სხდებიან,
ოპერატორის ფოკუსში
აირეკლონ...
მკითხველები წავიდნენ და
ერთმანეთს შევრჩით
სატრფომიტოვებულებივით.
ბეწვის ხიდზე ვდგავართ,
ან -
მოძალებული სიყვარულით
საგულდაგულოდ პლასტმასის
ფრთებმიმაგრებულნი,
მინის გამჭირვალე კუბში
შევიმწყვდევით,
ან _
- ჩვენი ეგოები აკივლდებიან და
ერთმანეთის სიძულვილში
ჩავინთქმებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები