ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


ერთმანეთის არაფერი არ გვმართებს...

ჩვენ, დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს.
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ, ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ, დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც.
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს.
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც, ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი  მედება
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს.
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი სულაც არ გვმართებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები