ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2010


ყოველდღიური თხოვნებიდან . ნაწილი II





ძალიან გთხოვ გამომიგზავნო სიმშვიდე
რომელსაც ჩავაცვმევ ჩემს თოჯინებს
და მუხლები აღარ გაეყინებათ.
თუ სიმშვიდე თვითონაც გაკლია
მაშინ უბრალოდ თვითონ მოდი.


გატყობინებ,რომ გამოიზამთრეს შენმა ჩიტებმა
თუმცა დაგავიწყდა, მათთვის გესწავლებინა ფრენა
და გთხოვ,ასევე ნუ მომექცევი, მე ვერ გადავრჩები
რადგან  ისედაც ბევრი ვიარე. თვითონაც მიკვირს.


ძალიან გთხოვ ,ნუ ჩუმდები, როცა მძინავს
რადგან ვერ ვხედავ სიზმრებს და
შეიძლება გაღვიძება აღარც მომინდეს.
და ცოტა ფრთხილად მოიტანე სახესთან ხელი
ცოტა ფრთხილად შეამოწმე ვსუთქავ თუ არა
ისე, რომ მე ვერ გავიგო და სუნთქვა შევწვიტო.



ძალიან გთხოვ შეეშვი ჩემს კედლებზე წერას
ჩემს სახურავზე ხატვას, თითებით თამაშს
უსასრულო მსჯელობას აბსტრაქციზმზე
აბაზანიდან ჩემი თმით ამოთრევას
და ფარდებში ძილს.


ძალიან გთხოვ, ნუ გაწუხებს ბაქტერიები ჩემს სხეულში
და მიკრობები ჩემს კანზე .
ნუ მიყიდი ყოველი თოვლის მოსვლისას  თბილ სვიტრს
და ნუ შემჭრი თმებს კანქვეშ.
რადგან ჯერ მაინც მტკივა
და მესმის.
თუმცა ძნელია შემატყო ასე
დამინახო.
ჩვენ, მკვდრებს
ახლა ნაკლებად  გვაქცევენ ყურადღებას.




დროებით.
მომავალ თხოვნამდე.
(რომელიც ისევე არ შერულდება.
როგორც ყველა წინა, როგორც ეს.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები