ს ა ს ე ლ ა (მესამე ნაწილი)
გარეთ გესულ ზაქარას გულზე დერდები შემეესია.ღმერთია მოწამე,რომ ამჯერაჲ განგებ არ მუუწყია რამე ხოჯისთვინ და მისი ბადიში შემთხვევით აღმოჩნდა მის წისქვილში.მარა,დუნიას დააჯერებდა კაცი? რანდა ექნა ბაღანას?ამფერ ყიამეთში* სოფლისკენ რომ წესულიყო ამბის მისატანად,ან ქარი გადაჩეხავდა კილდიდან ან დათვის და მგელის ლუკმა გახდებოდა,მარა არც წისქვილში ციცას ერთად ღამის გათევანა ყოფილიყო მართალი საქმე.აგზენ ხომ არ გაათევდა ღამეს? არადა,იმ წარაკვას ფეხი ნამეტურ გონჯად ქონდა ნატკენი.სოფლისკენ რომ წესულიყო და ციცაჲ ტაბასტისგან დაცლილიყო, მერე რანნა ექნა?...ერთპირაჲ ისიც კი დააპირა,რომ მარხილზე მიეკოჭა და ისე წეეყვანა სოფლისკენ, მარა იმ წუთაჲ გედეჲფიქრა,ასე ხომ უმფო ჩააგდებდა იმ ზავალს ხიფათში. საგონებელში ჩავარდნილმა წისქვილს რაცხაფერ მუუწყო წყალი და ფეხითრევით ევდა ზეჲთ.პაწაჲ კაჲ ამინდი რომ ყოფილიყო,შეჲძლება ტალდაშიც* გეეთია ღამე და აქიდან ედარაჯა ავადყოფისთვინ,მარა ამფერ ქარბუქში რომ პაწაჲ კიდვენ დარჩენილიყო გარეთ,შეჲძლება იქეთ გამხდარიყო მისახედნი. ზაქარამ უსულით* გააღო წისქვილის კარები და თავდახრილი შევდა სობით* კარქა გამთბარ ოდაში.ვითომც აქ არაფერიო,შედგა ჯორკოზე და სიმინდის გიდელივით ჯარაში ჩეჲხედა,ზეჲდან სიმინდი დაამატა და მხოლოდ ახლა გეჲხედა ხატოჲსკენ.ციცას იმფერი წამხდარი ფერი ქონდა, რომ შიშისგან ყბა გუუკავდა ბაღანას. ჩამოვდა ჯორკოჲდან და ახლოჲდან დახედა სექვზე მიწოლილ ჭეჭელას.ჯირკზე შემოდგმულ ფეხიდან ისვენ დიოდა სისხლი და სიმწრისგან იწირეხებოდა* ზავალი.ზაქარამ უცბათ მეჲფიქრა და ქიბილისთვინ გამოტანებული თეთრი მიტკლის თორბა* სასწრაფოდ დახია.ნახვარს ცხელი წყალი დაასხა და პაწაი რომ გაჯინჯიხდა,იმით სისხლიანი ფეხი მოწმინდა.მერე ეჲღო მეორე ნაჭერი და ფეხი კოჭში კარქა ამუუხვია.პირველათ იყო ზაქარაჲ ასე ახლოს გოგოსთან და ძალვან უჭირდა გულში.არც ციცაჲ იყო კარქ დღეში...პირი კედლისკენ მიებრუნებია და მჯიღით იწმენდდა სიმწრით გადმოღვარულ ცრემლებს.ზაქარაჲ რომ ხიზმეთებს მორჩა,-,,ხომ არ გინდა რამეო?“-კითხა ხოჯის ბადიშს.გოგომ თავი გააქნია ვარის ნიშნად მარა, მაინც წუუხსნა ნინველმა დიდნენეჲს მიერ გამოკოჭვილ ფუთას თავი და ცივ-ცივი შეჭამანდი ამოალაგა ტაბლაზე.ცოტა ხნის მერე ზაქარამ ენის ბორძიკით შეაპარა ციიცას: -თუ არ შეგეშინდება,სოფელში ჩევბენ და ხოჯა ეფენდის შენ ამბავ მუუტან, თვარა შეეშინდებიან შენებს. -დედემ არ იცის,რომ ტაჲაიდან წამოველ,ბაღნებმა ქილისეჲს ამოყელვამდე* ამომყვენ და მერე უკან დუუყვენ დაღმართს.მე ქილისეს რომ გვერდი ვუქციე და თქვენი სოფლისკენ წამოსლა დავაპირე,იმფერი სასრიპინო დევნახე დაღმართზე გაკეთებული, რომ შემეშინდა ფეხის დაბიჯება.აქიდან წამოვეჲ და აგზეც ბელაში გევები*,-წუუყურა* გოგომ პაწაზე* და მერე ჩქარ-ჩქარა მიაყოლა აფურთნილმა* - რაცხაფერნა* ავდგე და წევდეო.... ალბათ,ციცაჲც იმაზენ დარდობდა,რაზეც ზაქარაჲ.მათი ახალობა* ვერ გაამართლებდა ერთ თავანქვეშ* ღამის გათენებას.ხატოჲს ნათქვამმა კიდვენ უფრო დააჯა ზაქარაჲ და ალაჲ-მალაჲ* უფუნგა* სადარდელი. -ცავ,შენ რაცხაფერნა გუუძლო,მე ახლა სოფელში ჩევბენ და შენებ ამევყვან. არ შეგეშინდეს;აგზენ რომც დათვი მოვდეს,შიან მაინც ვერ შემოვა,იტრიალებს,იტრიალებს და წევა. ხატოს ერთი კი გუუჭიხდა* თვალები სიხარულისგან,მარა ისვენ ჩუუქრა უცბათაჲ ცეცხლი.-,,ვაჲთუ,ჰადმენ გედეჲჩეხა ამ ყიამეთში ან დათვი წამეწია,მაშინ რანნა იქნას,ხომ დეჲღუპა აჲ ზავალი ჩემი გულისთვინ?“-დაფიქრდა გოგო და ხმამაღლა უთხრა: -არა,მასე არ იზამს,მეცნა წამოვდე!მაშინვე წამეჲწია ზეზე და ის იყო,ფეხი დაადგა ძირში რომ იმფერი ყიამეთი ხმით დეჲყვირა,შემფრთხალ შველივით გაქანდა ზაქარაჲ.კიდვენ კაჲ,ხელი წააშველა ციცას,თვარა პირდაპირ სობაზე დეეშხვერთებოდა* მოწეწილი. გოგო რაცხაფერ უკან მიაწვინა მარა, ფეხზე მოხვევლი ნაჭრებიდან იმფრათ ითქრიალა სისხლმა,რომ კინაღამ სული წუუვდა ზაქარას.. -,,არნა ამდგარიყო აჲ დასაქორებელი* ფეხზე!-ჰაჲდან გედემეკიდა ჩემს საბელაოდ? ჯერ დედემისმა* ამომიყვანა სული ყიაში,მერე ამან.ამისთვინ რაფერნა წაასაკლო თავი კაცმა და გარში გეხვიდე ამფერ ყიამეთში?“-გაბრაზებული ფიქრობდა ბაღანა და ზურგ უკან ნერვებზე აყოლილი თითებს იფშვნეტდა.-,,შეეჭამა ნეტაჲ დათვს, ძვალიც კი არ მორჩებოდა ამისგან...არა,აგინა დარჩეს ამ სითბოში და მენა ვეყუდო ღობე-ყორეში?თუ ცოცხლათაჲ ჩევეჲ სოფელში,ხომ კაჲ,მარა, მერე რაფერნა დააჯერო ი ამოსაგდები ხოჯა,რომ კაჲს მეტი რამე არ გიგიკეთებია მისი გაწრიპული ქალაქელი ბადიშისთვინ?ვინმე იმერი მაინც ყოფილიყო მის ადგილზე,რომ თავის წახდენა* არ შებრალებოდა კაცს...“ დერდობდა მისთათვინაჲ ზაქარაჲ და ბუჯაღში მიმწყვდეული თაგვივით ეხეთქებოდა იქეთ-აქეთ. ბოლოს მაინც წასლა დააპირა.ჩეჲცვა და ის იყო,გარეთნა გესულიყო,რომ კარეთან ფეხების ბრაგაბრუგი შემეეყურა.ციცაჲ იმფერი დაფრთხა,დიდვან-დიდვანი კურცხლები გადმოყარა თვალებიდან.ალბათ ეგონა დათვი მოგვადგაო კარზე... ზაქარას კი თვალ-პირი უცბათაჲ ამუუსინათდა,მიხტა, ვინც იქნებოდა გარეთ და კარებს ეძგერა.კარში დაღლილი დედეჲ იდგა კომბალაჲთ ხელში.ბერი შევდა გამთბარ წისქვილში და ის იყო,დაღლილი სექვზენა წამოგორებულიყო, რომ კინაღამ თავიდუდზე* უუშპა თვალები.კარქა დააკვირდა ციცას და როჲცხა ტაბასტიან ფეხს მოკრა თვალი,ჩქარ-ჩქარა მეჲძრო ბაშლუღი* და ზაქარას იჭვიანი თვალებით დეებუცა*. -ვისია აჲ ციცაჲ?-იკითხა რეჯებალამ და თან ჯორკო მიიჩოჩა ბაღნისკენ. -ხოჯა ეფენდის ბადიშია,დედე. ქალაქელი ციცაჲ რომ იყო ამ ზაფხულ თაზე* ამოსული,ხომ გახსოვს?ა,ის.-უთხრა გაბღეზებული* ხმით ზაქარამ და ნამეტნავად გონჯად შუუბღვირა სექვზე წამომწოლილს,რათა მიმხტარიყო ი ვირიგაგდებული* ,რომ ჯერ კიდევ ახსოვდა მისი ბრექვა* და ავენვანობა*. ზაქარაჲს თვალწინ გეჲბინა უცბათაი იმ დღემ,აჲ ძუნკალი* ციცაჲ რომ ამეეყუდა სოფელში. ვითომ ხოჯის ბადიში ერქვა,არადა იმფერი ახტაჯანაჲ ვინცხა იყო, სოფლის ბიჭებ გუუსწრა იბრეთების კეთებაში. ჯერ იყოდა,-,,ნარებში მენდილი დავკარგეო“- და ქალაქელ ციცაზე დახიზმეთებული ყაზირლები ბეჩებივით* დეეფუთენ ყირმიზ მანდილს,რომელიც სკიდან მიწაზე გადმოგორებულ ფუტკრის ხუხულაზე წეეფარებია განგებაჲ..იმ დღეს იმფერ დღეში ჩავარდენ ბიჭები,რომ მეორე* დღეს ვინმემ ვეღარ გამეჲმზიგულა* გარეთ, იმფრათ ქონდენ სახე გაკაიპებული ფუტკრებისგან დანესტრილებს.ეს ამბავი გუუტარეს და მერმენ* ხოჯის ეზოქვეშ ქორწილისთვინ გამოწკიპულ ბიჭებს,ზეჲდან ქიბილის თორბა გადააფერთხა თავზე. აგი არ აკმარა და გზაზე,ჰაცხან ქორწილისკენ მიმავალ ბიჭებსნა გეევლენ,ურმის გორძღოჲდან* ამოღებული ფუნით* მოსვარა ყოლიმფერი; ვინმეს რომ ვერ შეემჩნია ფეხის ჩაბიჯებამდე,ზეჲდან ნაცარაჲ და ბალახ-ბულახაჲც მიმოაპნია ლამაზად...აჲ,რა იყო?ამ ციცამ იმფერები აკეთა ამ ზაფხულ,რომ დუნიაზე სახელ გავარდნილმა ჩინგანმა,ჩვენმა ზაქარამაც მოკაკვა თითი. იხსენებდა ყოლიმფერს ბაღანა და აჯეღისყრის იშტაღით შეპყრობილს* ვერ მეეფიქრებია რანნა ეზამა.* რეჯებალამ ცალითვალით გადახედა ბადიშს და მისი გამწარებული სიფათი რომ დეჲნახა,მიხტა,რაზე ბდღვინავდა ბაღანა.მარა, ახლა ამის დრო არ იყო და ზაქარას ცხელი წყლის მოტანა უბრძანა.ბაღანამ სობიდან გადმოდგა გუგუმი* და ბერს დუუდგა ფეხებთან.დედემ თავანში გამოკოჭვილი თორბა ჩამოხსნა და იქიდან ამორჩეულ ბალახ-ბულახი მოკალულ სინზე დაყარა და ზეჲდან მდუღარე წყალი დაასხა.სანამ ბალახი გაჯინჯიხდებოდა,ხელები დეჲბანა და ციცას ფეხზე შეხვევლი შეხსნა.ჭრილობამ ძალვან დააჯა მოხუცი და ჩქარ-ჩქარა დეიწყო მისი გასუფთავება. მერე გაჯინჯიხებული ბალახიანი წყალით ჩამობანა ფეხი და სანამ ჯერ კიდევ თიბილი იყო ბალახები,ზეჲდან დაადვა,ჩქარ-ჩქარა შეახვია და ღაზლის წინდა წამოაცვა.ხატოს პაწაჲ კი ეტკინა,მარა ცოტა ხანში გუუარა ტკივილმა და თანდათან ჩათლიმა. ციცას რომ დეეძინა,მერე კითხა მისი ხებერი დედემ ბადიშს.უსმენდა ბაღანას ბერი და გულზე ჲაღივით* ედებოდა ბაღნის მონაყოლი.-,,რაფერ გემეზარდა ბაღანა,არც რომ არ წამოვსულიყავ და ამფერ ზორში* დემეტია მისთათვინაჲ ზავალი. უყურე ერთი ამ ცხვირმუუხოცველს,რაფერ სწორად უფიქრია და წინ-წინ გუუყურია*. მართლა, რანნა მექნა მერე,აქ რომ ერთად დარჩენილიყვენ,ხომ წუუხსნიდა თავს მემლექეთი სალაპარიკოს და მერე რასნა დეებსო იმათი ყია?*.არადა,იმხელვანი რომ ყოფილიყვენ,გელინად დემესვა,კიდვენ რა მიჭირდა,ამაზე კაქრ გვარიშვილს და ლამაზ ციცას დუნიაზე ვერ მეიძევდა კაცი,მარა აგენი ჯერ ნამეტნავად პაწვანები იყვენ ამ საქმისთვინ.არანდარა,რომ არ მემესწრო და ამ ყიამეთში სოფლისკენ წამოსულიყო ბაღანა,ხომ დევღუპვიდი თავს?“- იმის წამოდგენაზეც კი გააზორზოლა* ბერს,ახლა რაფერ დღეში იქნებოდა მისი ერთი კაკალაჲ ბადიში დათვების და მგლების შემყურე დაკიდულ ტყე-ღრეში... -ზაქარ,დიმიყურე ბაბი!-უთხრა ბაღანას დედემ და ციცაჲსკენ გააპარა ცალი თვალი,ხომ არ მისმენსო.-აი,ბაღანა ნამენტავად დიდ ზორშია,თუ ახლავენ არ წევყვაჲთ სოფელში,დილამდე შეჲძლება ვეღარც გაატანოს;შრატშინა იშუშვოს ამან ფეხი,პაწაჲ რომ გამოკეთდეს,მერე ბებიაშენის გაკეთებულ წამალს მივცემთ მის პატრონს და მალე მოკეთდება... გევჭირვოთნა და რაცხაფერ სოფელში და წევდეთ ახლავენ. ბადიშმა ერთი კი შეხედა დაყლეპილი* თვალებით დედეს,მარა მიხდა,რომ ბერი არ ცდებოდა და სიტყვა აღარ შუუბრუნა.მარტო ის კითხა,-,,რაფერნა წევყვანოთო“.დედემ რამე არ უპასუხა და ძლივს-ძლივობით ფეხზე წამოდგა.მუხლი გამართა და წისქვილიდან სიტყვის უთქმელი გევდა.ცოტა ხანში ზაქარას თავნიდან ფხაკუნი შემეესმა.დედემ წისქვილში თივის გოგორა* შემოათრია და ბადიშს უთხრა: -სანამ მე ღარიდან წყალს გადავაგდებ,შენ ქიბილი ჯვალოში ჩაყარე,რომ სანამ მაგის წასაღებად ამოვალთ,თაგვმა არ ირბინოს ზეჲდან. -აჲ მარხილი რათ გინდა დედევ,აჲ გომბიო* ხომ არნა მათრევიო ამ ტყე-ღრეში?- ბერმა წეჲყრუვა ბაღნის ნათქვავი და წისქვილიდან გევდა.-,,ამის თრევას შეშა ვათრიო ტყიდან ის მირჩევნია,სობას მაინც შუუგრძნებს კაცი“-ციცაჲს გასაგონად ხმამაღლა თქვა ზაქარამ,თვარა*,აბა,გარეთ იმფერი ყიამეთი იყო,ყურშიც რომ ჩეეყვირა ბერისთვის,მაინც ვერ გააგონებდა ახლა... ბერის ამოსლამდე მოამცრია ჯვალოში ასტამით ქიბილი ბაღანამ და დიდი წვალებით თავანში გამოკიდა,მერე წისქვილის ჯარას თავზე გაახურა თაგვი რომ არ ჩავარდნილიყო შიან და დიდი კაცივით დოინჯი შემეჲყარა წელზე.ციცას გახედა და მერე კედელზე აყუდებული გოგორა წამოაქცია ძირში.ქვეჲდან საბელები ამოაბა და თავანიდან ჩამოყრილი თივა კარქა ბლომად დაადვა ზეჲდან .ამასობაში ბერის შემოვდა ოდაში.ხელები წეითბო სობაზე და მერე იქიდან მაშით ნაკვერჩხლები გადმოყარა.თუნუქის ნაჭერზე დაყრილი ნაცეცხლური კარში გეჲტანა და რაფერს ,,ლაზარობიაჲს“ დროს აკეთებდა მისი ხანუმი,გარეთ გადაყარა და თან მიაძახა: ,,-ლაზარიაი მუადგა კარსა, აღარღალებს თავსა... ეხვეწება ღმერთსა: -ღმერთო,მოგვე ზე და თვარე, შიგვინახე წვიმა-წყალი“ უკან შემობრუნებული ციცასთან ახლო მივდა და შუბზე ხელი დაადვა. ეტყობოდა,რომ მალე ხურვებანა* დაწყებოდა ბაღანაც და ჩქარ-ჩქარა გააღვიძა. უსულით* ჯორკოზე გადმოაჯდუმლა* და ბადიშს ქვეშაგებების თივაზე დაფენა უბრძანა. ზაქარამ დედეჲს ნათქვამი რომ გააკეთა,მერე ციცაჲ უსულით დააწვინეს, ზეჲდან ლამაზად დააბურეს და კარქა მიაკოჭეს საბელებით გოგორაზე..ზაქარამ გოგორა კარებისკენ გაათრია და ტალდაში გეჲტანა.დედემ კი დიდი კვარი გამოაძო თავანიდან და ცეცხლი მუუკიდა,მერე მაგრად მიბიქსა* კარი და გოგორაჲს საბელი წელზე გამეჲბა.ზაქარაჲ უკნიდან ჩუუდგა და რაცხა ძალი და ღონე ქონდა,ზეჲთკენ მიაწვა. რეჯებალამ მოკლეჲდან წასლას ზეჲდან მოვლა არჩია.ქვეჲდან რომ ღელე-ღელე წესულიყვენ,კი მივდოდენ მალე,მარა იმფერი იბრეთი კილდეები და გეარენ რომ, ამფერ ქარბუქში არ უშანდა შეჲთანს თვალი* და ჰად გადაყრიდა ბაღან-ბუღნიანა ღმერთმა არ იცოდა.ზეჲდან კი ქილისეჲს ეზოში ევდოდა და იქიდან დეეეშვებოდა დაბლისკენ.დაბლიკენ დაშვებას,თუნდაც იმფერ გასრიპინებულზე არ ჩივოდა ბერი,რაფერც ამ გოგორაჲს ათრევას ქილისემდე.აქედან თოვლი უბაწრავდა გზას, იქედან ქარიშხალი.თან ისე ბნელოდა,აჲ კვარი რომ ჩამქრალიყო უცბათაჲ, თვალთან მიტანილ თითს ვერ დეჲნახავდა კაცი. აღმართი რომ ამეჲყელეს* ნაძვიძირში წამოგორდენ დაღლილები.ზაქარამ მიმოავლო თვალი ქილისეჲს ალიგს* და დედეს დეიკითხა: -ბევჯელ მინდოდა მეკითხნა,მარა ვერ გიბედავდი.ახლა კი აგზენ ვართ და გკითხონა:როჲცხა სოფლიდან ქილისეჲსკენ ვიბუცვი*,მეჩვენება,რომ აჲ ალიგი ღამეშიც გამობაინებულია*.ასე რაზე ხდება დედევ? ბაღანაჲს კითხვა მჯიღივით მოხდა გულზე ბერს და აჯიღი* შეყარა.მერე თანდათან სიმწრით ჩამარხული დერდები უუფუნგა გულში და სიმწრისგან დაწირეხა.ძალვან ძნელი იყო ახლა მისთვინ ამაზე ლაპარიკი.არანდარა, მოტყვილებას ღმერთი არ აპატიებდა ქილისეჲს ეზოში ბადიშის წინაშე დაყუდებულ ბერს.რამე არ უთქმია,ისე დუუგდო ყური გულში დერდებივით აბურხალებულ ქარს და ცრემლიანი თვალებით მიაშტერდა ქილისეჲს ეზოში კენჭებივით მიმობნეულ გორხულო ქვიებს.უცბათაჲ ალაპარიკდა ბერი: - ჩემი დიდნენეჲ იტყოდა: თათრები რომ შემოსევია ჩვენ სოფელს, პირველად აგზენ ამოსულან.რამეჲთ რომ ვერ გამკლავებიან ქილისეჲს კედლებს, სამების გორაზე ესულან და იქ დუუწყიან კილდეების მტრევა.ზეჲდან დაგორებული ლოდებითნა დეენგიენ ქილისე თურმე.ბევრი უწვალიან,მარა იმდენი თათარი მუუყოლია ზეჲდან დაგორებულ ქვიებს,რომ ბოლოს თავი დუუნებებიან.მარა იცი რა ყოფილა ყველაზე საკვირველი? ამდენი დაგორებული ქორხულო ქვიებიდან არც ერთი დაჯახებია თურმე ქილისეს,არანდარა,ერთიც საკმარისი იქნებოდა ძველი კედლების დასანგრევად. იმ ღამეს იმფერი გამობაინებული ყოფილა ქილისეჲს ალეგი,რომ ხალხს შეშინებია,ცეცხლი ხომ არ წუუკიდესო იქავრობას.თათრები რომ წესულან, მტელი სოფელი ამომსკდარა აქეთკენ და კედელგუუქანებელი ქილისე რომ დუუნახიან,კაციან-ქალიანა დავარდნილა მუხლებზე და მთელი დღე უტირიან აგზენ.მას მერე ბევრი დრო გევდა.ჩვენებიდან ვინმე აღარ დარჩა ქილისეში ამომსლელი და მომლოცველი,მარა ერთი ადეთი მაინც შევტიეთ და თუ ვინმე არ გვიყურებს, გორხულო ქვების წინ ვიმუხლვით და უბეში გადანახულ სანთლებს ვანთებთ ძველებივით... ბერის მონაყოლს გულისყურით უსმენდა გოგორაზე მიკოჭვილი ხოჯის ბადიში და გულში იცრემლებოდა. ბევრჯელ წამუუკრია ყური მისი დედეჲს მონაყოლისთვინ ხატოსაც. კარქა ახსოვდა ბაღანას ის დღე,როცა არ მეეშვა ხოჯას და კისერზე დაკიდული თხოვდა:-,,იმიხსენ,ხატოჲ რაზე დამარქვიო...“ რამეჲთ რომ ვერ მუუცილებია ბაღანა დედეს,კისერზე შემუუსმია და ვინმეს რომ არ დეენახა,გაღმა მხრიდან ამუუყვანია ამ ეზოში.-,,აგზენ დიმიცაჲო!“-უთქმია ბაღნისთვინ და ქილისეჲს უკნიდან დამალული კილტე მუუტანია.დიდხანს უჯახირია თურმე ჩაჟანგვილი ბოყვის* გასახსნელად და ბოლოს მაინც გუუხსნია.შესასლელში მუხლი მუუყრია,ხელით გულმკერდზე რაცხაები მისთავინაჲ მუუხატვია და მიწაზე შუბლმიდებული,დაყუყვილი* გაჩერებულა პაწა ხანს.მერე ფეხზე წამომდგარა, ქალამნები წუუხდია და ბაღნის ერთად შიან შესულა.ახლაც ახსოვს ხატოს,რაფერ გადმოკარკლა დედემისმა ქილისეში ცრემლები...მერე ბაღანა უუწევია ხელში და კედელზე მიხატული ლამაზი ქალისწინ დუუყენებია.დიდხანს მდგარან ასე...მერე დედეს უთქმია:-,, ამ ხატივით ლამაზი გაქ თვალები და იმიტომ დაგარქვი ხატოჲო“. -მეტი რამენ აღარ უთქმია.ფეხაკრეფით გამოსულან უკან და ისევ საგულდაგულოდ მუუკეტიან ქილისეჲს კარები.-,,აჲ ამბავი ვინმეს არნა მუუყვეო.“- წუუჩურჩულა ბაღანას თურმე ბერმა და ალთუნივით*კუულულებზე მიეფერა.- ,,არაო!“- დაპირებია ისიც...სახში ჩასლამდე ჩაძინებია ბაღანას და როჲცხა გამოღვიძებია,მარტო შუუმწყრევია დედეჲ და ყურში უთქმია:-,,კიდვენ ხომ წიმიყვან მერეო?“- ,,ყველაფერი დეგესიზმრავო“,- უთქმია მაშინ დედეს და ბაღანასაც დუუჯერია .აქამდე ჯეროდა თურმე... ახლა კი მიხდა,რომ ყველაფერი ნამდვილად მოხტა და იმფეერი გახარებია, რომ ფეხის ტკივილი სულ მთლად დავიწყებია ზავალს... ქილისე დვიბეჲს* ალაგზენ იყო აშენებული და აქ რომ ამფრად იქცეოდა დუნია,ქვეითკენ რა ხდებოდა,მისთათვინაჲცნა მიმხდარიყო კაცი.ის იყო წასლა დააპირეს,რომ ქარმა ნაძვიდან ბლომად ბირტყი* ჩამობერტყა და ზეჲდან დააყარა გაკოჭვილ ციცას.ზაქარას შეეშინდა არ გეჲგუდოსო ხოჯის ბადიში და გოგორასთან დეიმუხლა.ჩქარ-ჩქარა გუდუუყარა სახიდან თოვლი და ის იყო, სახეზე მიეცაცუნა უცბათაჲ, რომ იმფერმა ხორშაკმა* დუუარა ნამსხვანში* , გლიშამ* ყოლიმფერი გუუნათა ყაზირალს. მუგუზალივით უჭიხდა თვალები გოგოს.იმფერი ლამაზი სახე-პირი მუუჩანდა კვარიშუქზე,რომ ტირილი მუუნდა ზაქარას...მისხალაჲ ხანი გესულიყო მას მერე,რაც ზეჲდან დაყუდებული დაბუცებოდა ციცას და ეგონა ასი წელი აგზენ ვდგავარო.ჭკვააყრილი იდგა მუხლებზე და ნასობარივით უხურდა ციცაჲს ლოყებზე მიცაცუნებული თითები... -,,აბა,დევძარითო!“-დეჲზახა დედემ და გოგორა მოქაჩა.ვითომ ხელებიდან ააართვეს ხატოჲ,იმფერად დეეწვა ჯიგარი ბაღნას და სიმწრისგან ამეჲღმუვლა. მარა,კიდვენ კაჲ,ამ ყიამეთში ვინმემ ვერ შეჲყურა მისი ბღორინი... ქილისეჲს დაღმართზე ნაძვზე მიაბა საბელი რეჯებალამ და ხოხვა-ხოხვით დუუყვა დაღმართს.ზურგით აკავებდა ბერი გოგორას და ისე მიყავდა ბაღნები. რაცხაფერ იყო ჩაათავეს აჲ დასაწვავი აღმართი და გუუყვენ სოფლის გზას.წელზე თოვლს მიწარბავდა* ბერი და ბუკათაჲ* მიბაჯბაჯებდა. ხოჯის სახლი ცოტა გაღმაში იყო და ამიტომაც ეჲღო გეზი მისი სახლისკენ.ყადიოღლი დაუთაჲს სარკმელში გვიანი ჭრაქი დეჲნახა რეჯებალამ და დაუთას დუუზახა.დაუთაჲმ იმწამალაჲ* გამეჲხედა და რაცხაფერ მოაღწია ამათამდე.რეჯებალამ ხოჯისთვინ ამბის მიტანა დაავალა და ჩქარ-ჩქარა გუუყვა სახლისკენ.მაინც მის ხანუმსნა ეაქიმა ამ ციცაჲსთვინ, თვარა,დაუთასთნაც შეიძლებოდა ავადყოფის მიყვანა.
ყიამეთში-ცუდ ამინდში; წარაკვა-ენამწარე,აუტანელი და მისთ.; ტაბასტა-სისხლდენა; ზავალს-აქ საცოდავს; ტალდა-საფასადო მხარეს პატარა გადახურული; უსულით-ფრთხილად; სობით-ღუმელით(თურქ.); იწირეხებოდა-იკრუნჩხებოდა; თორბა-ფქვილის ტომარა; აყელვა-ვაკეზე გასვლა,აღმართისგან თავის დაღწევა; ბელაში გაბმა-ფიგ.გამ.პრობლემებში ჩავარდნა და ა.შ.; წუუყურა-დადუმდა; პაწაზე-მცირედით; აფურთნილი-აფორიაქებული; რაცხაფერნა-როგორღაც; ახალალობა-ახალგაზრდობა,სიყრმე; თავანქვეშ-ჭერქვეშ; ალაჲ-მალაჲ-მთლად,სავსებით,სულ და ა.შ.; უფუნგა-აუწეწა; გუუჭიხდა-გაუბრწყინდა; დეეშხვერთებოდა-დაეცემოდა; დასაქორებელი-დასაბრმავებელი* დედემისი-ბაბუამისი; სული ამომიყვანა ყიაში-ფიგ.გამ.თავი მომაბეზრა; თავის წახდენა-თავის გაფუჭება; თავიდუდზე-თაზე,აქ შუბლზე; ბაშლუღი-ყაბალახი. დეებუცა-დააკვირდა; ვირიგაგდებული-სალანძღავი მიმართვა; გაბღეზებული-გაბრაზებული; თაზე-საზაფხულო იალაღებზე ყოფნის დრო აჭარაში; ბრექვა-ამპარტავნობა; ავენვანობა-ავ ენიანობა; ზუნკალი-სალანძღავი სიტყვა; დახიზმეთებული-დასაქმებული ანუ ამით დაკავებული; ყაზირალი-ახალგაზრდა ბიჭები; ბეჩებივით-აბდლებივით; მევრე-მეორე; გამომზიგულება-მზეზე გამოსვლა; მერმენ-შემდგომში; მისთვინ-მისთვის; გამოწკიპულ-აქ ჩაცმულ-დახურულ; გორძღო-ურემზე დასადგმელი ზარი,რომლითაც ჩვეულებრივ ნეხვი გადააქვთ ყანაში. ფუნა-ნეხვი*; აჯეღისყრის იშტაღით შეპყრობილი-შურისძიების მოშურნე(თურქ.); ეზამა-ექნა; გუგუმი-სპილენძის ჭურწჭელი; ჲაღი-აწარული კარაქი; ზორში*-გაჭირვებაში; გუუყურია-გაუხედავს; დეებსო ყია-აევსო ყელი ანუ გაეჩუმებინა; მეიძევდა-იპოვიდა; გააზორზოლა-გააკანკალა; დაყლეპილი-გაფართოებული; გოგორა-მარხილი; გომბიო-გოგო დამცირებით; თვარა-თორემ; ხურვება-ციებ-ცხელება; უსულით-ფრთხილად; გადმოაჯდუმლა-გადმოსვა; მიბიქსა-მიხურა; არ უშანდა შეჲთანს თვალი-ფიგ.გამონათქ. არავინ უწყოდა,სად დაეგო ეშმაკს მახე; ამეჲყელეს- აათავეს; ალიგი*-ალაგი; ვიბუცვი-დაკვირვებით ვიყურები; გამობაინებულია-გამონათებულია; აჯიღი-ჯავრი,მწუხარება; გორხულო ქვიები-დიდი ქვები,ლოდები. ბოყვი-ბოქლომი,კლიტე; ალთუნი-ოქრო(თურქ.); დაყუყვილი-მუხლმოყრილი; დვიბე-მთის ხეობიანი ფერდი,რომელსაც ქარი არ უდგება; ბირტყი-ხიდან ჩამოცვენილი თოვლის ფიფქი; ხორშაკი-თბილი ქარი; ნამსხვანი-სხეული; გლიშამ-ირგვლივ; წაღმართი-ვაკე,სწორი ადგილი; მიწარბავდა-კვალავდა; ბუკათაჲ-ზმნზ.უთხილამუროდ სიარული; იმწამალაჲ-მაშინვე;
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მოგიკითხეთ...მომენატრეთ...:-* მე სიამოვნებით ჩავედი ბოლოში... თუმცა ლექსიკონის გარეშე ბევრი რამ არ მესმოდა...გაგრძელებასაც სიამოვნებიტ წავიკითხავ...5555555555 მოგიკითხეთ...მომენატრეთ...:-* მე სიამოვნებით ჩავედი ბოლოში... თუმცა ლექსიკონის გარეშე ბევრი რამ არ მესმოდა...გაგრძელებასაც სიამოვნებიტ წავიკითხავ...5555555555
10. აქ ჩემი მოწონება!!! სიმპათიები შენს ნაწარმოებს!!! გაიხარე შენა!!! აქ ჩემი მოწონება!!! სიმპათიები შენს ნაწარმოებს!!! გაიხარე შენა!!!
9. ჩემი ფრიადი აქ! მოკითხვა მზიას! შენი პროზაც პოეტურია! ;) ჩემი ფრიადი აქ! მოკითხვა მზიას! შენი პროზაც პოეტურია! ;)
8. სალამი:) და ჩემი +++++ რაღა თქმა უნდა :))) სალამი:) და ჩემი +++++ რაღა თქმა უნდა :)))
7. ვსიამოვნებ, რომ ვკითხულობ ამ ნაწერს!.. 5555555555 ვსიამოვნებ, რომ ვკითხულობ ამ ნაწერს!.. 5555555555
6. მოკითხვაი!
5 მოკითხვაი!
5
5. კარგია, მზია, მაგრამ... მედის თქმის არ იყოს, ცოტა დამღლელია ასეთი ტექსტის კითხვა. მაგრამ ძალიან საინტერესოა და... 5! კარგია, მზია, მაგრამ... მედის თქმის არ იყოს, ცოტა დამღლელია ასეთი ტექსტის კითხვა. მაგრამ ძალიან საინტერესოა და... 5!
4. გემრიელად დავიღალე!:) გემრიელად დავიღალე!:)
3. მოგიკითხე მზია ტექსტს კი მოგვიანებით მოვუბრუნდები:) მოგიკითხე მზია ტექსტს კი მოგვიანებით მოვუბრუნდები:)
2. აუუჰ! შემეშალა, 5-ის დაწერა მინდოდა და 4-ს დავაჭირე ხელი.:(( აუუჰ! შემეშალა, 5-ის დაწერა მინდოდა და 4-ს დავაჭირე ხელი.:((
1. ვა!!! მშვენიერი რამეა ქალბატონო მზია! ვატყობ, ახალ სალიტერატურო ენას ამკვიდრებთ:) ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მე კი ერთობ მომეწონა! ვა!!! მშვენიერი რამეა ქალბატონო მზია! ვატყობ, ახალ სალიტერატურო ენას ამკვიდრებთ:) ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მე კი ერთობ მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|