ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2010


ერთი ლექსი შვილს

ალექანდრეს

აცივდა...
მაგრამ მე გაგათბობ...
მე შენი დედა ვარ,
სახეს განთიადის სიზმრით დაგიკოცნი,
დაშაშრულ ხელებზე მზის საფენს დაგადებ
და გეტყვი:
როდესაც დედობა მაჩუქე
იმ დღიდან ღრუბლებმა სიმაღლე გადამდეს,
იმ დღიდან  გავწვიმდი და ეს ყელსაბამიც
ათასი ბრჭყვიალა ცრემლიდან ავასხი...
და გეტყვი:
ჩემს ყველა ნისლიან  ჭრილობას
რომ წამოიზრდები-მზის გულზე განახებ.
დღეს ცივა...
დღეს უნდა ხელები გაგითბო.
თებერვალი, 2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები