ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2010


ამის დედაც ჯეკ!(მინიმა.ფანტაზია)

წინა ცხოვრებაში კაცი ვიყავი,მაღალი,ჭაღარა და პოეტი.ზღვისპირა სახლში ვცხოვრობდი,ტანს ყოველ დილით ზღვაში ვიბანდი გალეული და იაფფასიანი საპნით.
ცოლი ჩემი იყო დაბალი,ჭორფლიანი,უენო. ზღვაში ბანაობდა ისიც და მე არასოდეს ვუყურებდი მას,მხოლოდ მაშინ ვუღიმოდი,როდესაც ქალაქიდან ბრუნდებოდა ველოსიპედით,ჩემთვის ლუდი და ათას წვრილმანთან ერთად, თავისთვის ჰორტენზიები მოჰქონდა.

მე ჯეკი მერქვა,მას-არვიცი.

სახლი ჩვენი ნესტისფერი,ფიცრებით ფანჯარააკრული,უაივნო და ცარიელი იყო...
ცოლი:-უენო,უემოციო...
ჩემი ლექსები ერთი ბოთლი ღვინის ფასი ღირდა,გასართობ ჟურნალში კროსვორდების გვერდზე იბეჭდებოდა ყოველ სამშაბათს და ჰონორარით ლუდს,ყვავილებს და იაფფასიან საპონს ყიდულობდა ცოლი...

ღამით მთვარის შუქზე,სილაზე ვწერდი ლექსებს,რომლებიც დილით აღარ მხვდებოდა და თუ მხვდებოდა,ერთი ბოთლი ღვინის ფასი ღირდა და კროსვორდების გვერდზე ბეჭდავდნენ!

ამ ცხოვრებაში ქალი ვარ.
- მაღალი,ჭაღარა და არვიცი მქვია!

მაგის დედაც ჯეკ!!!

წამიყვანე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები