ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2010


უფრო მეტად ხარობდა ღმერთი

ჩქარობდა ღრუბელი,
ჩქარობდა მგზავრი,
ჩქარობდა ფრინველი
და იქით მიფრინავდა,
სადაც ჰაერის
ჩქერალს შედგმულ
ნაბდის ქუდივით
მისი ბუდე
მოჩანდა ტოტებში.

ის კი ნელი,
მსუბუქი ნაბიჯებით მიდიოდა,
მხარზე შემოდგმული ხელადით.
სმენას თუ მიაპყრობდი,
ყვავილის ფესვების
ფეთქვას უფრო გაიგონებდი,
ვიდრე მისი ნაბიჯების ხმას.

ჩქარობდა ღრუბელი,
უკვე აღარ
ჩქარობდა მგზავრი
/სახლს მიახლოებული/,
ჩქარობდა ფრინველი.

ის ისევ ნელი,
მსუბუქი ნაბიჯებით მიდიოდა,
ნამისგან დასველებულ ფეხებზე
იისფერი ხამლები ემოსა,
ხოლო მისი კაბა
თითქოს სამოთხის
ნისლის ფურცლისაგან
იყო შეკერილი.

ღრუბელი აღარ ჩანდა
/ალბათ,დასალიერს
გადაღმა ჩქარობდა/.
მგზავრი აღარ ჩანდა
/ალბათ,სახლში
წინაპრებივით საყვარელი
კედლების ჩრდილში ისვენებდა/.
ფრინველი აღარ ჩანდა
/ალბათ,კვერცხების
სიფრიფანა,პატარა გუმბათებზე
ნისლის ფთილასავით ეფინა/.

ის კი მიდიოდა-
ნელი,მშვიდი
და ჰაეროვანი.
სამყარო შვენოდა
და თვითონაც
შვენოდა სამყაროს.

ტანი მისი-
ხელეური სიმღერებისა,
სხივით შეკონილი.
ჩრდილი მისი-
სასწაული,ჯერაც უსახელო,
ბალახის თვალებში
სითბოდ ჩარჩენილი.

ხარობდა გული,
მისი მხილველი,
და უფრო მეტად
ხარობდა ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები