ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2010


ღამეა ყორანი...

ეს ღამე უკუნი, შეერწყა ყორნისფერსს.
დაბანგულ ნოემბერს აღელვებს "ეროსი"...
და მოვა ზამთარი, "გრძნობების კორიფე"
სიმწარეს, დატოვებს წარსულის გემოთი.

კეფაზე მაწვება, სიჩუმე სიმძიმით,
ნამსხვრევი, აზრები კაწრავენ გონებას.
დაღლილი სამყარო უსიზმროდ იძინებსს...
რომ, ღამე უფრთებოდ წაიღონ ყორნებმა.

წყვდიადი გაიბნა, უამრავ ფანტომად.
იელვა სადღაც და დაბნელდა მაშინვე.
მე, შენი სხეულის სითბოსა ვნატრობ და...
ნოემბრის ხეების, სიშიშვლე მაშინებს.

სისხლისფერ კვირტებად, იფეთქებს ცის კიდე.
მზერას, ვტკენ ჰორიზონტს უაზრო ყურებით.
ნაღამურსამოსელს ჩახეულს საკინძნით,
ცის-კართან, დაყრიან რიჟრაჟზე ყორნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები