ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცუდიპოეტი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2010


* * *

როცა ღამე ხატავს ცელს
შემოდგომა დამწვარ მზეს...
მწითურ თმებში გაშლილ ცეცხლს,
შორი ცქერით ვეტრფი მეც...

როცა ტალღა კარგავს თავს
და შენს ნაზ კანს ეხება...
გათეთრებულ ზამთარს ჰგავს,
ტალღას სუნთქვა ეკვრება

ვერ ვუპოვი ვერსაც სხვას
მსგავს კულულებს გამთბარ ღაწვს,
მერე რა რომ ეტრფი სხვას
შენი ბაგის სითბო მწვავს

                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები