ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2010


წარსულის გახსენება (სამასი არაგველის ხსოვნას)

’’ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა“.
დაბადებულა ერეკლე... გათენებულა კრწანისი.
არ დაგვიკარგავს ქართველებს ბრძოლის ჟინი და ხალისი.
ლომური გული ფეთქავდა ქვეყნისთვის დამაშვრალებში.
მამულისათვის კრწანისთან სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.
არაგველებო, ჩვენს გულში სამარადჟამოდ იცოცხლებთ...
და თუ ჩვენც ვერ დაგაფასებთ, დრო დაგაფასებთ იცოდეთ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები