ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2008


ამაღამ

ამაღამ -თბილისი დიდ  საცერს წააგავს-
ანთებული სინათლეები კი ათას ნახვრეტს
საცერის ფსკერზე...
სველი და ცივი ქვის ენერგია...
ამბოხებული დავაბიჯებ
შიშველ ფეხებით და
ენერგიას ჩემში ვაგროვებ...
წვიმამ, ხის ქვეშ რომ ვემალებოდი
წუთებია რაც გადაიღო.
ქარმა გარეკა ამ ხედიდან ავი ფიქრები
და სიმშვიდე მაჩუქა მთვარის.
ღამეა- როგორც შეშლილი ქალი,
ის ვალსს ცეკვავს ნარიყალათან.
ვიჩხრიკები მთვრალ გონებაში
და ვხვდები რომ ისევ მიყვარხარ...


2008 წლის 21 ივნისი, საღამოს თერთმეტი საათი, ნარიყალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები