ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2010


აპოგეა

გამარჯვება პოეტისა ამას ჰქვია
როს მფეთქავი ემოციით ის სავსეა,
როს ლამაზი განცდის, გრძნობის ზეიმია
და ეს არის მარადისი აპოგეა.

პოეზია მისთვისაა ყველაფერი
და სწამს, სწამს მას არსებობა მესამე გზის,
აათავა საფეხური უკვე ყველა,
სწორედ ახლა იგი უკვე ზეცას ერთვის.

ვერ გატეხა ქარიშხალმა იგი ვერა
სწორედ ახლა იგი უკვე ზეცას ადის
და ცეცხლებრივ ანთებული მან სიმღერა,
აქ დატოვა, აქ, მიწაზე მოკვდავთათვის.

ასე შერჩა მოციმციმე ვარსკვლავებად
ფურცელს, დროსაც სიტყვა, ასე უძლებს დროს ის,
ასე არის უხილავი აფეთქება,
მკვიდრი ზეცის, ადის თავის საუფლოში.

გამარჯვება პოეტისა ამას ჰქვია
როს მფეთქავი ემოციით ის სავსეა,
როს ლამაზი განცდის, გრძნობის ზეიმია
და ეს არის მარადისი აპოგეა.

21 აპრილი
2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები