ბარათი საქართველოს
მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ- სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ, სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ. M მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული და ამ ყოფიდან ამოზრდილი ეკლები მაღრჩობს; შენი სურნელი შერჩენია სამშვივნელს სარჩოდ და საოცარი, მადლიანი სიტყვების სარჩევს ვალაგებ გულში, საგანგებოდ, ხმაურით გდარდობ ასე ძალიან ავადმყოფს და მაინც მშვენიერს, და ვამჩნევ, როგორ უკვირთ კედლებს, როგორ ირეკლავს გერმანული ბიურგერტუმის ცივი მშვენება- ჭრელი, ნატიფი პორცელანი ოქროს ხაზებით,- ჩემს ემოციის მდინარეებს, უსიტყვოდ სუნთქავს ძველისძველ ბგერებს-კავკასიის ჩამონათალებს- ქართულ სატკივარს რას გაუგებს დედინაცვალი.. მე კი შენს მკერდზე დამბნევია ყველა მარცვალი, შენი შვილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოგბანო ეგ სისხლიანი ჭრილობები, რა დაგაფინო დაღლილ თვალებზე, დაჟეჟილ და ნაწამებ მხრებზე, სიტყვებს და სიტყვებს, კიდევ სიტყვებს შენთვის ვაქუჩებ და მტკივა გული-შენ რომ გგავს და... შენ რომ მაჩუქე.
2008.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ქართულ სატკივარს რას გაუგებს დედინაცვალი.. მე კი შენს მკერდზე დამბნევია ყველა მარცვალი, შენი შვილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოგბანო ეგ სისხლიანი ჭრილობები, რა დაგაფინო დაღლილ თვალებზე, დაჟეჟილ და ნაწამებ მხრებზე, სიტყვებს და სიტყვებს, კიდევ სიტყვებს შენთვის ვაქუჩებ და მტკივა გული-შენ რომ გგავს და... შენ რომ მაჩუქე.
კარგად ჩანს ამ ლექსში თქვენი ემოცია და მეც გადმომედო...
ძალიან ტკივილიანია...
კარგი ლექსია...წარმატებები... ქართულ სატკივარს რას გაუგებს დედინაცვალი.. მე კი შენს მკერდზე დამბნევია ყველა მარცვალი, შენი შვილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოგბანო ეგ სისხლიანი ჭრილობები, რა დაგაფინო დაღლილ თვალებზე, დაჟეჟილ და ნაწამებ მხრებზე, სიტყვებს და სიტყვებს, კიდევ სიტყვებს შენთვის ვაქუჩებ და მტკივა გული-შენ რომ გგავს და... შენ რომ მაჩუქე.
კარგად ჩანს ამ ლექსში თქვენი ემოცია და მეც გადმომედო...
ძალიან ტკივილიანია...
კარგი ლექსია...წარმატებები...
20. ყველაზე რთული ემიგრანტისთვის არის შვილების, შვილიშვილების გაუცხოება,, მათთვის ქართული ენის არ სწავლა, უცხო გარემოში ყოფნისას უცხო ენაზე ფიქრი და აზრი, სამშობლო ამ დროს ფორმალობად გადაიქცევა,,
ხოლო ადამიანი თუკი სიყვარულს იპოვის უცხოეთში, ეს სიყვარული მას სამშობლოსგან შორს ყოფნას შეუმსუბუქებს,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ყველაზე რთული ემიგრანტისთვის არის შვილების, შვილიშვილების გაუცხოება,, მათთვის ქართული ენის არ სწავლა, უცხო გარემოში ყოფნისას უცხო ენაზე ფიქრი და აზრი, სამშობლო ამ დროს ფორმალობად გადაიქცევა,,
ხოლო ადამიანი თუკი სიყვარულს იპოვის უცხოეთში, ეს სიყვარული მას სამშობლოსგან შორს ყოფნას შეუმსუბუქებს,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
19. ბედნიერებას სად თამაშობს ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს? დაისი. 2010-03-05 23:57:34 მე ვფიქრობ, რომ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობ ბედნიერებას, როცა სამშობლოზე სწუხხარ... ბედნიერებას სად თამაშობს ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს? დაისი. 2010-03-05 23:57:34 მე ვფიქრობ, რომ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობ ბედნიერებას, როცა სამშობლოზე სწუხხარ...
18. მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული და ამ ყოფიდან ამოზრდილი ეკლები მაღრჩობს;
ბედნიერებას სად თამაშობს ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს? მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული და ამ ყოფიდან ამოზრდილი ეკლები მაღრჩობს;
ბედნიერებას სად თამაშობს ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს?
17. 55555555555555555 55555555555555555
16. მადლობა, ჩემო კარგებო, ეს ლექსი ომის მერე დაიწერა, ჩემი უსუსურობა გადმოვეცი. http://www.radio1.ge/AF.aspx?ID=2372 აი, ამ ლექსი ისტორია რადიოგადაცემიდან-"ერთი ლექსის ისტორია" მადლობა, ჩემო კარგებო, ეს ლექსი ომის მერე დაიწერა, ჩემი უსუსურობა გადმოვეცი. http://www.radio1.ge/AF.aspx?ID=2372 აი, ამ ლექსი ისტორია რადიოგადაცემიდან-"ერთი ლექსის ისტორია"
15. 555555555555555555 ნუ სევდიანობ ნოსტალგიებით!.. მხნედ იყავ, ირმა! :))) 555555555555555555 ნუ სევდიანობ ნოსტალგიებით!.. მხნედ იყავ, ირმა! :)))
14.
მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ- სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ, სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ. . სამშობლოს სევდა,განუკურნელი.
მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ- სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ, სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ. . სამშობლოს სევდა,განუკურნელი.
13. მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ- სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ, სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ. M მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული...
კარგი ძალიან!
მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ- სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ, სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ. M მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული...
კარგი ძალიან!
12. სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ.
ისეთი ნაცნობია შენი განცდები .... :) კარგი ირმა ხარ :) სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ.
ისეთი ნაცნობია შენი განცდები .... :) კარგი ირმა ხარ :)
10. ჰოოო... მომეწონა ძალიან ჰოოო... მომეწონა ძალიან
9. სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ... რა კარგი ირმა ხარ, რომ იცოდე... :) სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ... რა კარგი ირმა ხარ, რომ იცოდე... :)
8. ...ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული...
კარგი ნაწერია, ტკივილიანი... ფინალი - დასამახსოვრებელი. ...ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული...
კარგი ნაწერია, ტკივილიანი... ფინალი - დასამახსოვრებელი.
7. მიყვარს პატრიოტულ თემაზე დაწერილი...+ მიყვარს პატრიოტულ თემაზე დაწერილი...+
6. გარგია გაიხარე :) გარგია გაიხარე :)
5. მშვენიერი! :-* მშვენიერი! :-*
3. ვიცი ეს ლექსი... კვირის პალიტრაში მაქვს წაკითხული... კარგი ლექსია! ვიცი ეს ლექსი... კვირის პალიტრაში მაქვს წაკითხული... კარგი ლექსია!
1. სევდა ქართული! ტკივილი ქართული! - ქართულად ნათქვამი!
გაიხარეთ!!! 5555555 სევდა ქართული! ტკივილი ქართული! - ქართულად ნათქვამი!
გაიხარეთ!!! 5555555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|