ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2010


პაწაწკინტელა მოთხრობა... :)

– მე არასდროს მითხოვია გამაჩინეთ–მეთქი... უფრო მეტიც, არც არასდროს გამიფიქრია და რამენაირი მინიშნებაც კი არ მომიცია...
მაგრამ თქვენ მაინც თქვენი ეგოისტური ბუნებიდან გამომდინარე, არ მოეშვით, ცდა არ დააკელით და დაიბადა ბავშვი, რომელსაც არც არასდროს უთხოვია
სახელის დარქმევა, უფრო მეტიც, არც არასდროს უფიქრია ან რამენაირი მინიშნება მოუცია ამა თუ იმ სახელის სიავკარგეზე... მაგრამ თქვენ არ დაიშალეთ და ისევ
თქვენი ეგოისტური ბუნებიდან გამომდინარე, დაარქვით დიდი ბაბუის სახელი დიმიტრი...
          ახლა...    ახლა კი მე, 17 წლის ბიჭი, ამ წერილს ვწერ ჩემი ნარკომანი ძმის სახელით, რომელიც უკვე 22 წლისაა და უყოყმანოდ, თხასავით გაყიდის არათუ მთელ
ოჯახს და სანათესაოს, არამედ სამშობლოსაც კი, რათა ვენაში ორიოდე გრამი გაუშვას...
რამოდენიმე წამის ნეტარებას ანაცვალოს მთელი დარჩენილი ჯოჯოხეთური სიცოცხლე... 22 წლის ძმის სანაცვლოდ, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე ერთი
კეთილი საქმე არ გაუკეთებია... რომელსაც თქვენმა განშორებამ, სამუდამო და წარუშლელი დაღი დაასვა!!!


ავტორისგან: არცერთი წამით არ გეგონოთ, რომ მე რამენაირად უშვილობის მომხრე ვარ, პირიქით, მაგრამ თუ გადაწყვეტთ შვილის გაჩენას, კეთილი ინებეთ და მათი
აღზრდაც ითავეთ...

ავტორი: გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები