ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
7 მარტი, 2010


ვერ გაექცევი...

თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ზოლზე მიქროდა.ნანა მოხერხებულად მოეწყო სავარძელში,ბორტგამცილებლის გაფრთხილება:"უსაფრთხოების ღვედები შეიკარითო",მორჩილად შეასრულა და ფიქრებში ჩაიკარგა.ჯერ კიდევ გუშინ დილას ვინმეს რომ ეთქვა მისთვის საქართველოს დატოვებო,სასაცილოდ არ ეყოფოდა,ახლა კი მწარედ ჩაეცინა.
    ბავშვობიდანვე უცნაური,უცნაურად იღებდა გადაწყვეტილებებს.ყოველთვის  ისმენდა სხვის აზრს,მაგრამ იშვიათად იღებდა რჩევებს.
        ახლაც ისე მიემგზავრებოდა,არავისთვის უთქვამს.იმის წარმოდგენაზე,როგორი შოკი იქნებოდა მისი ნაბიჯი ახლობლებისთვის,გაეღიმა.ვერავის აუხსნიდა რას და ვის გამოექცა ამ სიშორეზე.არადა,მართლა"რაღაცას" გაურბოდა,თვითონ მშვენივრად აცნობიერებდა მისსავე სისუსტეს,მაგრამ სხვანაირად არ ძალუძდა.
      "ვის გაურბიხარ,ვის ,საკუთარ თავს?"-გულში შეუყვირა თავისსავე მეს.
  -"საკუთარ თავსაც და მასაც"-იყო ჯიუტი პასუხი,ნათლად იგრძნო ფეხების დაბაკუნების სურვილიც,ისე როგორც ბავშვობაში სჩვეოდა.
        ...სასტუმროს ნომერში შესულმა გარშემო მიმოიხედა,ჩანთა დაუდევრად მიაგდო და ტელეფონს მიაშურა.დიდი იყო გაოცება,უფრო დიდი მონატრების გრძნობა,საუბარი კი ძალიან მოკლე.დიდი ხნის უნახავი მეგობრის ხმით სულავსებული გოგო სააბაზანოში შევიდა.ნამგზავრს ესიამოვნა ტანზე წყლის ჭავლი .კარგა ხანს იდგა გრილი შხაპის ქვეშ.
      ცოტა ხნის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ერთმანეთს მონატრებული ბავშვობის მეგობრები.მკრთალად განათებულ დარბაზს მშვიდი მელოდია ელამუნებოდა.
      - ნან,რამდენი ხნით  ხარ ჩამოსული?-ხმაში შეპარული სევდით ჰკითხა გაგამ.
    -არ ვიცი,ალბათ ხვალ დავბრუნდები.-უპასუხა გოგომ და თვითონვე გაუკვირდა თავისი პასუხი.
    -გოგო,შენ სულ არ შეცვლილხარ,ისევ ისეთი გიჟი ხარ,როდის უნდა დაჭკვიანდე და დამშვიდდე?-გაოცებისგან წამოეყვირა გაგას.
    -ჰო,არ ვიცი,რატომ ჩამოვედი,რას და ვის ვემალები,თუმცა გატყუებ,ვიცი,დიდი,ლამაზი გრძნობის განელებას,ჩაქრობას გამოვექეცი.ისეთი დამაცხუნა,შემეშინდა არ ჩავფერფლილიყავი,ჰოდა გაცლა ვამჯობინე,-სევდიანად უპასუხა გოგომ.
    შენთან ვიყავი,ტატასთან მქონდა საქმე,კიბეზე დალი დეიდა შემხვდა,ძალით შემიყვანა სახლში ,შენზე დარდობს,ენატრები.დაურეკე,გაგა,ხშირად დაურეკე,გაუხარდება-ღიმილისმაგვარი გამოესახა სახეზე ნანას.
  "რამხელა გული აქვს ამ ერთი ციცქნა ქალბატონს,დარწმუნებული ვარ- ტატა მიზეზია,დედაჩემთან შეხვედრა  თავისი სურვილი იყო,      იცოდა,ვიკითხავდი მის ამბავს,რა ბედნიერი ვარ რომ ჩემი მეგობარია"გული მოეკუმშა გაგას,"ნეტავ არ მენახა,ტკივილები,მოგონებები წამომიშალა,არა როგორ არ მენახა,მაგრამ..."ვეღარ დაასრულა ფიქრი ,დარბაზში მელოდია გაისმა,რომელზეც დიდი ხნის წინათ,ბავშვობაში ცეკვითარ იღლებოდნენ.ორივემ ერთდროულად შეჰღიმილეს ერთმანეთს.სასაუბრო თემები არ ელეოდათ.ნანას სასტუმრომდე ფეხით გაუყვნენ გზას.ფოიეს კარებთან შედგნენ.არ ეთმობოდათ ერთმანეთი,
  -ხვალ გამოგივლი დილას,თუ მართლა მიდიხარ,გაგაცილებ,ბავშვთანაც გაგატან საჩუქარს,ჰა,ვეხსომები?როგორ ფიქრობ?-იხუმრასავით გაგამ,თუმცა
თვალებმა გასცეს,ცრემლები უკიაფებდა.
  ნანამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
  ნომერში შესული მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.ტელეფონს გადაწვდა,ცნობათა ბიუროში აეროპორტის ნომერი გაიგო,ბილეთი დაჯავშნა და რამოდენიმე წამი სარკმლის მიღმა სივრცეს გაუშტერა თვალი.
  ისევ უეცარი გადაწყვეტილება მიიღო,ერთი ამოსუნთქვით აკრიფა ნომერი და მოლოდინისგან თვითონაც ერთმუჭა მოლოდინად იქცა.პასუხამდე დრო უსაშველოდ გაიწელა.
  -გისმენთ!-გაისმა მშვიდი,საოცრად საყვარელი ბანი.
  -საღამო მშვიდობისა,როგორ ხარ?-ძლივს ამოთქვა ნანამ.
  კარგად,თავად როგორ გიკითხო,სად დაიკარგე?-დაფარული ინტერესი გამოიპარა.
......ში ვარ,დღეს ჩამოვედი,-ამოიკვნესა გოგომ,საოცრად მოუნდა მისი თვალების დანახვა.
  დიდი ხნით დაგვტოვე?-ეცადა ხუმრობა მრავლობით რიცხვში გამოეხატა,მაგრამ საცერში ჩასხმულ წყალივით ჩაიჩხრიალა სინანულმა მის სიტყვებში.
  - არ ვიცი,სანამ ყველას არ მოვენატრები-ირონია,დაფარული წყენა გაურია გოგომ წინადადებაში.-ღამე მშვიდობისა,-მოსხლეტით დაემშვიდობა ნანა,რადგან გრძნობდა ღრიალი ყელში ჰქონდა მოწოლილი,ცოტაც და გზას გამოიგნებდა.ყურმილი დადო და ტელევიზორს მიაჩერდა...
  დილით გვიან გაეღვიძა.აბაზანას მიაშურა.საკუთარ თავზე გაეღიმა:გაახსენდა მეგობრის სიტყვები:"ამ ქალს იმდენჯერ შეუძლა,იბანავოს,რამდენჯერაც აბაზანას დაინახავს".ტელეფონის ზარი ჩაესმა."გაგაა",გაიფიქრა,აჩქარებით მოისხა ხალათი და ყურმილს დაწვდა.
  -სალამი,მე ვარ!-გაისმა ტელეფონში,-მიცანი?იცი რა ხდება?დღეს ჩემი  მეგობარი  სტუმრებს ელოდება .......დან,საინფორმაციოსთან დაკავშირება პრობლემაა,იქნებ შენ იცოდე რეისი რომელ საათზეა?-ნანამ ცხადლივ დაინახა მისი მომღიმარი სახე.
    ოთხ საათზე მოფრინავს,გზა იანგარიშე სამი საათი,ესეიგი შვიდზე მანდ იქნება-უცებ მოუჭრა ნანამ,მოცელა მისი ხმის გაგონებამ.
    ცოტა ხანში გაგა მოვიდა.ლაბადიდან ულამაზესი ტიტები გამოაძვრინა.ნანამ ღიმილი ვერ შეიკავა,იცოდა რა წამება იყო ბიჭისთვის ყვავილების შეძენა,,მითუმეტეს,ხელში დაკავება.გაახსენდა,ერთერთი რვა მარტი.დედებისთვის ერთად შეიძინეს ბაზარში ყვავილები,რომელიც ნანამ ატარა გაგას სახლამდე.უსიტყვოდ ისხდნენ პირისპირ.ვერცერთი იწყებდა საუბარს.საოცარი ტკივილით იყვნენ ორივენი გაჯერებული.
  -იქნებ დარჩენილიყავი?ხომ გამოექეცი რაღაცას,იქნებ...?კითხვით სავსე თვალები მიაპყრო გაგამ გოგოს.ნანამ მძიმედ ამოიოხრა,წამოდგა,ურჩი თმები თითებით მოუჩეჩა და თავის ჩანთას დაწვდა,
    აეროპორტამდე თითქმის ხმა არ ამოუღიათ.მძიმე იყო თითოეული სიტყვა.ბოლოს თვითმფრინავის ილუმინატორიდან დაინახა ბიჭის სილუეტი.
...სალონი თითქმის დაცარიელდა.ნანა არ ჩქარობდა ჩასვლას.ტრაპზე ზანტად ჩააბიჯა,მის წინ მიმავალ მგზავრების ჯგუფს შეერია.
  -с приездом!-ჩაესმა ყურში.სულ ახლოს მისი სიგიჟემდე მიმყვანი ოდეკოლონის სურნელი იგრძნო.
  -ვიცოდი,რომ ჩამოხვიდოდი,ვიცოდი!-გამარჯვებულის ღიმილით შესცინოდა თვალებში"ის"....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს