ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
7 მარტი, 2010


მე არ ვწერ შენთვის!

წასვლილას მითხარი თუ დაგჭირდი მიპოვეო.კლდის ყვავილი ხარო,აი იმ კლდისო და თითი გაიშვირე...
დრო მოვიდა.
ავედი იმ კლდეზე და ერთადერთი ყვავილი,რომელიც ვიპოვნე,თმაში დავიბნიე რომ დაგენახე!
სად იყავი?
"მზისნატეხი"შენ რომ შემარქვი,ხელისგულზე მედო რომ დაგენახე,სად ხარ ბებერო,დაგვიძველდა
ფიქრი უთქმელი.
"აპრილის ქალი"გაგიზამთრდა,გაგიზარმაცდა,გაგიბრაზდა,გახდა ძალიან ბუტია და
ძალიან -გახდა!
ჩემს საქორწილო რგოლთან ერთად მივგორავ სადღაც და გზას მიღობავს ჩემი თეთრი სარეცხის თოკი
იქვე ვეცემი.
-არ მოწიიო,არ არგებსო "მზისნატეხს" ცეცხლი,დაგწვავსო,თვალებს კვამლისფერი დაედება და იასამანს
შეეცვლება ხასიათიო.
გახსოვს ბებერო,ლურჯ კაფეში ფიქრი რომ ვერ თქვი?
-მე არ ვწერ შენთვის!
-არ ვწერ მე შენთვის!
მე ჩემთვის ვწერ ნესტიან რითმებს და "მთის და კაცის"(მთა-მთას ვერაო,კაცი-კაცსო) ამბავი კი არის
სიცრუე!
ჩემი ფანჯრის წინ აკაციის ხემ მოისხა ვარდისფერი ნაგვის პარკები,კლდის ყვავილი მკბენარივით დაღოღავს თმაში.

აპრილის ქალი გაგიზამთრდა,გაზარმაცდა,
გახდა ძალიან ბუტია და
-ძალიან გახდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები