ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2010


გოგო ხარ....

გოგო ხარ "ქალობა გასახუნი",
ფერები, ფერებად, შესაფერი...
ბიჭები სურვილით გიყურებენ,-
და "წიხლზე" ჰკიდიათ ყველაფერი.

ღაწვები?-ალი და ალეწილი,-
მაისის ვარდივით ფერადები.
ამ სილამაზედ დასაბამით,
ალბათ, მეათასედ მეორდები...

ეგ, მკერდი ჯერ, რომ არ დააქალო,
კაბაში დამალე, რა იქნება?
თავი არ წააგონ, განაცვალონ.
არშიყობაში არიფებმა...

ხედავ?- საკუთარ ჩრდილს გაურბიან,
და მაინც ბედავენ მორიდებით,
სხვასთან, სხვანაირად დაიოკონ
შენგან ატეხილი სურვილები...

გოგო ხარ წარბებაფრენილი,
უბეში მწყერი,  მოფართხალე
ალბათ ძალიან არ უმართლებთ
ბიჭებს, უბანში რომ ვერ გნახავენ.

კაცები?...  კაცები რას იტყვიან? -
ცოტაც, და.... ვიდრე, და... ალბათ, მალე....
“გოგო იყო და რა ქალია?!
მაგის გამზრდელს კი - ვენაცვალე!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები