| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 9 მარტი, 2010 |
მგონი, რაღაც პულსის გამქცევს ველოდები, არავიზე მონატრებამ გახსნა ფრჩხილი. სურვილი კი მარტის მარტივ მელოდიებს ყურსასმენით მასმენინებს ყოველ დილით. იზმორება ქუჩა ზამთრით გალახული, დატყობიათ ქუჩის კატებს მარტის რეტი. მოსაწვევებს დააქროლებს გაზაფხულის ქარი, ზოგჯერ მომეტებულ სენტიმენტით. ხის ტოტებზე აწყობს მარტი ფერად "არტებს", პირნაბან მზეს ჩაიგორებს ღრუბლის კალთა. მოემატათ საკნავლელი ფიქრი კატებს, მგონი, რაღაც დაფაჩუნობს გულის კართან. ამირია მარტის კარტმა პასეანსი, ეს ფიქრებიც რა ხმამაღლა შემოდიან. ალბათ, დროა ნაზამთრალი გარსის გაცლის, უკრავს მარტი გაზაფხულის მელოდიას...
* * * ფიქრებს, როგორც განდობილს ისე ვესაუბრები. რამდენ ქარებს დარდობენ ტკბილტუჩა ალუბლები. გაიარა მაისმა ქუჩა თავსხმა წვიმებით. ხელს სურვილი დამისვა ძნელად გასაწბილები. გამოვაღე სალაღოდ გულის ყველა კუნჭული. მთვრალი მინდა საღამო, ყურში თბილი ჩურჩულით... წარმოსახვამ წარმოთქვა, რაც მისურვა მაისმა, დღეს თუ არა, წამო ხვალ, სიყვარულთან ჩაი ვსვათ...
ვარ ჩემი თავის მეგობური...
ძილი ისევ ისე უღამოა, კიბემორღვეული რიკულივით. ხსოვნას ყველაფერი უკან მოაქვს, ფიქრის კორიდორში ვიყურები... ყველა სურვილია უნიათო, თავსაც აღარაფრის შერჩა თავი. თუმცა, ჩემს ახლობლებს ჰგონიათ, რომ იმედს ხურდად ვიყრი ხელჩანთაში... ნუგეშის მშიერი ბეღურები ისევ ჩემს ფანჯრებთან წივწივებენ. ითხოვს აპათია შეგუებას, სცივა მარტოობას წვრილ წვივებზე... ჩემივე თავის ვარ მეგობური, მშველის წინათგრძნობა თოლიასი. ვარ მარტო, მარტივით უგუნებო, ხასიათს მიქავებს ფსორიაზი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. mshvenieria dzalian momewona :) mshvenieria dzalian momewona :)
25. პირველი ლექსი + + პირველი ლექსი + +
24. ლამაზად მელოდიური! :) ლამაზად მელოდიური! :)
23. მთვრალი მინდა საღამო, ყურში თბილი ჩურჩულით... მთვრალი მინდა საღამო, ყურში თბილი ჩურჩულით...
22. ალბათ, დროა ნაზამთრალი გარსის გაცლის, უკრავს მარტი გაზაფხულის მელოდიას...
მშველის წინათგრძნობა თოლიასი.
ალბათ, დროა ნაზამთრალი გარსის გაცლის, უკრავს მარტი გაზაფხულის მელოდიას...
მშველის წინათგრძნობა თოლიასი.
21. იმდენად თავმდაბალიც არ ვარ, რომ ის, რასაც ვქმნი, არაფრად ჩავთვალო! რაც შეეხება ქულებს, კომენტარებს და რეიტინგებს, მასზე მე არასოდეს ვტიროდი და არც მომავალში ვაპირებ ამას, ოღონდ სურვილი კი ნამდვილად მაქვს და მექნება კვლავაც, რომ ჩემს ლექსს რაც შეიძლება მეტი ადამიანი კითხულობდეს, აკომენტარებდეს და აფასებდეს ქულებითაც და ჩემს ლექსსაც, რაც ეკუთვნის, ის რეიტინგი ქონდეს. მე არავისგან არაფერს ვითხოვ ზედმეტს. ვითხოვ მხოლოდ პროფესიულ და ობიექტურ მიდგომას. და ეს სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. ვინც ასეთ სურვილს მალავს, ის ფარისეველია, ხოლო ვისაც ასეთი სურვილი აღიზიანებს. მას ელემეტარულად შური და გაბოროტება უმღვრევს გონებას. ძალიან კარგად ვიცი, რომ ასი მკითხველიდან ათს შეიძლება არ მოეწონოს ჩემი ლექსი და ეს ტრაგედიად არასოდეს აღმიქვამს. ტრაგედია მე ის უფრო მგონია, როდესაც ადამიანს არასოდეს არავისი არაფერი მოსწონს იმიტომ, რომ თავად არ შეუძლია რაიმე ფასეული, ღირებული შექმნას. ეგ არის და ეგ. იმდენად თავმდაბალიც არ ვარ, რომ ის, რასაც ვქმნი, არაფრად ჩავთვალო! რაც შეეხება ქულებს, კომენტარებს და რეიტინგებს, მასზე მე არასოდეს ვტიროდი და არც მომავალში ვაპირებ ამას, ოღონდ სურვილი კი ნამდვილად მაქვს და მექნება კვლავაც, რომ ჩემს ლექსს რაც შეიძლება მეტი ადამიანი კითხულობდეს, აკომენტარებდეს და აფასებდეს ქულებითაც და ჩემს ლექსსაც, რაც ეკუთვნის, ის რეიტინგი ქონდეს. მე არავისგან არაფერს ვითხოვ ზედმეტს. ვითხოვ მხოლოდ პროფესიულ და ობიექტურ მიდგომას. და ეს სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. ვინც ასეთ სურვილს მალავს, ის ფარისეველია, ხოლო ვისაც ასეთი სურვილი აღიზიანებს. მას ელემეტარულად შური და გაბოროტება უმღვრევს გონებას. ძალიან კარგად ვიცი, რომ ასი მკითხველიდან ათს შეიძლება არ მოეწონოს ჩემი ლექსი და ეს ტრაგედიად არასოდეს აღმიქვამს. ტრაგედია მე ის უფრო მგონია, როდესაც ადამიანს არასოდეს არავისი არაფერი მოსწონს იმიტომ, რომ თავად არ შეუძლია რაიმე ფასეული, ღირებული შექმნას. ეგ არის და ეგ.
20. მიშკა ყველა, ყველა და შენ არ უნდა ამბობდე ამ სიტყვებს , უბრალოდ მაგარი სასაცილოა =))
შენ თვლი , რომ შენ ქმნი "სერიოზულ აკადემიურ' პოეზიას?
სირცხვილია!
შენ არ ხარ ის კაცი ქულებზე და კომენტარებზე რომ ტიროდი?
ეხლა სხვა მიშკა გახდი?
იმიჯი შეიცვალე მიშიკო?
თორე , მე თანჩოს ძაან დიდი პატივს ვცემ და ხან მომოწნს მისი ნაწერი და ხან არ!
ყოველშემთხვავში ბევრ რჩეულზე კარგად წერს აქ!
მიშკა ყველა, ყველა და შენ არ უნდა ამბობდე ამ სიტყვებს , უბრალოდ მაგარი სასაცილოა =))
შენ თვლი , რომ შენ ქმნი "სერიოზულ აკადემიურ` პოეზიას?
სირცხვილია!
შენ არ ხარ ის კაცი ქულებზე და კომენტარებზე რომ ტიროდი?
ეხლა სხვა მიშკა გახდი?
იმიჯი შეიცვალე მიშიკო?
თორე , მე თანჩოს ძაან დიდი პატივს ვცემ და ხან მომოწნს მისი ნაწერი და ხან არ!
ყოველშემთხვავში ბევრ რჩეულზე კარგად წერს აქ!
19. ფიქრის კორიდორში ვიყურები...
55555 მართლაც ფიქრიანი და სერიოზული პოეზია გაქვთ! მე მომწონს თქვენი ლექსები! ამ ბჟუტურს კი, თუნდაც ამავე საიტის ეტაპირებული იუზერების გვერდებზე რომ აქვს ადგილი, მე, პირადად, არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ! იმიტომ, რომ აქ ორი უკიდურესობა ეჯახება ერთმანეთს: უსაფუძვლო, უადგილო ამბიციურობა, გამოწვეული გაპიარებული ვარსკვლავობით და ავადმყოფურ-ვულგარული ანტაგონიზმ-კრიტიკობომანია, მიმართული მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული, აკადემიური პოეზიისაკენ!
ნამდვილ პოეტს სულ უნდა ახსოვდეს ვაჟას სიტყვები:
გაძლება გმართებს, ნაბადო, ჭექა-ქუხილსა ცისასა!.. და რაც უნდა ცუდი მამკერძოთ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა, რწმენას ვერ შემაცვლევინებთ, მოზღვავებულის ავითა!.. ფიქრის კორიდორში ვიყურები...
55555 მართლაც ფიქრიანი და სერიოზული პოეზია გაქვთ! მე მომწონს თქვენი ლექსები! ამ ბჟუტურს კი, თუნდაც ამავე საიტის ეტაპირებული იუზერების გვერდებზე რომ აქვს ადგილი, მე, პირადად, არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ! იმიტომ, რომ აქ ორი უკიდურესობა ეჯახება ერთმანეთს: უსაფუძვლო, უადგილო ამბიციურობა, გამოწვეული გაპიარებული ვარსკვლავობით და ავადმყოფურ-ვულგარული ანტაგონიზმ-კრიტიკობომანია, მიმართული მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული, აკადემიური პოეზიისაკენ!
ნამდვილ პოეტს სულ უნდა ახსოვდეს ვაჟას სიტყვები:
გაძლება გმართებს, ნაბადო, ჭექა-ქუხილსა ცისასა!.. და რაც უნდა ცუდი მამკერძოთ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა, რწმენას ვერ შემაცვლევინებთ, მოზღვავებულის ავითა!..
17. მიყვარს თანანას პოეზია და მიხარია ყველა ახალი ლექსი:) მიყვარს თანანას პოეზია და მიხარია ყველა ახალი ლექსი:)
16. ნატას ვეთანხმები.
ლიტ.საიტზე, საწყის ეტაპზე, მეტად ვინც აქტიურობს სხვებთან კომენტარებით, მისდამი ინტერესი ბუნებრივად ჩნდება ამ ავტორებშიც. ჰოდა, ვისაც ერთხელ მოხიბლავს თქვენი პოეზია, ერთგული მკითხველიც იქნება, ჩვენსავით.:)
აქვე, მოგვიანებით, მოგილოცავთ ქალთა დღეს!.. ნატას ვეთანხმები.
ლიტ.საიტზე, საწყის ეტაპზე, მეტად ვინც აქტიურობს სხვებთან კომენტარებით, მისდამი ინტერესი ბუნებრივად ჩნდება ამ ავტორებშიც. ჰოდა, ვისაც ერთხელ მოხიბლავს თქვენი პოეზია, ერთგული მკითხველიც იქნება, ჩვენსავით.:)
აქვე, მოგვიანებით, მოგილოცავთ ქალთა დღეს!..
15. მე მომწონს თანანას პოეზია ძალიან 5 მე ვფიქრობ რომ თანანა არ ტოვებს სხებთან კომენტარებს და შესაბამისად არც თანანას ლექსებს კითხულობენ , აქ ესეთი ტენდეციაა წამიკითხავ -წაგიკითხავ ქვია :D
არადა ჯობია წაიკითხოთ თანანა 8-> ის ძალიან კარგი ავტორია მე მომწონს თანანას პოეზია ძალიან 5 მე ვფიქრობ რომ თანანა არ ტოვებს სხებთან კომენტარებს და შესაბამისად არც თანანას ლექსებს კითხულობენ , აქ ესეთი ტენდეციაა წამიკითხავ -წაგიკითხავ ქვია :D
არადა ჯობია წაიკითხოთ თანანა 8-> ის ძალიან კარგი ავტორია
14. არამგონია რომ ადამიანმა ეს ლექსები წაიკითხოს და არ მოეწონოს :) გაიხარე... არამგონია რომ ადამიანმა ეს ლექსები წაიკითხოს და არ მოეწონოს :) გაიხარე...
13. გენაცვალე შენ, კარგია მერე ეგ, ვაფასებ ხალხს ვინც მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის წერს და არა რომელიმე თავსეყრის ადგილზე თავის გამოსაცენად, წარმატებები გენაცვალე შენ, კარგია მერე ეგ, ვაფასებ ხალხს ვინც მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის წერს და არა რომელიმე თავსეყრის ადგილზე თავის გამოსაცენად, წარმატებები
12. პარანოია და სანო! ევრო- ამერიკული გაგებით ამბიცია გარკვეული დოზით საჭიროც არის და აუცილებელიც პიროვნების ჰარმონიული ჩამოყალიბებისა და სრულყოფისათვის. ისე, მისმა უენაკვიმატესობა სანომ სწორად აღნიშნ-შენიშნა, რომ არავის "გოგჩო" არ ვარ და საერთოდაც, "არაჩვეულებრივი გამოფენის" იმ პერსონაჟს ვგავარ, ყოფილი მოსწავლე რომ ეუბნება: - მასწ, ყველას მკვდარო ჰგონიხართ, ამბობენ,- აგულის ომის შემდეგ არც ერთ გამოფენაში მონაწილეობა არ მიუღიაო...მასწ, მასწ, უდეპეშეთ რა, ცოცხალი რომ ხართ... ჰოოდა, ცოცხალიც ვარ, კიდეც ვსვამ, კიდეც ვეწევი,ლექსებსაც ვწერ, ხანდახან კოკისპირულად მიყვარს აწ განსვენებული დიმიტრი გელოვანი, მაგრამ "ბჟუტურ -ფართში" მონაწილეობას პრინციპულად არ მივიღებ!!! პარანოია და სანო! ევრო- ამერიკული გაგებით ამბიცია გარკვეული დოზით საჭიროც არის და აუცილებელიც პიროვნების ჰარმონიული ჩამოყალიბებისა და სრულყოფისათვის. ისე, მისმა უენაკვიმატესობა სანომ სწორად აღნიშნ-შენიშნა, რომ არავის "გოგჩო" არ ვარ და საერთოდაც, "არაჩვეულებრივი გამოფენის" იმ პერსონაჟს ვგავარ, ყოფილი მოსწავლე რომ ეუბნება: - მასწ, ყველას მკვდარო ჰგონიხართ, ამბობენ,- აგულის ომის შემდეგ არც ერთ გამოფენაში მონაწილეობა არ მიუღიაო...მასწ, მასწ, უდეპეშეთ რა, ცოცხალი რომ ხართ... ჰოოდა, ცოცხალიც ვარ, კიდეც ვსვამ, კიდეც ვეწევი,ლექსებსაც ვწერ, ხანდახან კოკისპირულად მიყვარს აწ განსვენებული დიმიტრი გელოვანი, მაგრამ "ბჟუტურ -ფართში" მონაწილეობას პრინციპულად არ მივიღებ!!!
11. ამ ადამინს იმიტომ არ კითხულობენ ალბათ, რომ არ დადის საღამოებზე, სუფრზებზე არ უჭახუნებს ჭიქებს, არ არის ვინმეს ე.წ, "შეყვარებული", მათი(უმეტესობის) სამეგობროდან..და ერთი ნაკლი აქვს , არის ზომაზე მეტად ამბიციური ! ამ ადამინს იმიტომ არ კითხულობენ ალბათ, რომ არ დადის საღამოებზე, სუფრზებზე არ უჭახუნებს ჭიქებს, არ არის ვინმეს ე.წ, "შეყვარებული", მათი(უმეტესობის) სამეგობროდან..და ერთი ნაკლი აქვს , არის ზომაზე მეტად ამბიციური !
10. თანან ეგ სხვას რომ ეთქვა შენს გვერდზე უკეთესი იქნებოდა;) თანან ეგ სხვას რომ ეთქვა შენს გვერდზე უკეთესი იქნებოდა;)
9. ტეხავს ასე ცოტა კომენტარები და მკითხველი რომაა აქ
5 დემეტრიუსი. 2010-03-10 03:04:24 ჩემო დემეტრიუს, ეგ კითხვა მეც გამიჩნდა და მევე ვუპასუხებ, - როცა მავანთა ბჟუტურსა და ლუღლუღზე ბევრი "ეცემა",(ამ ბევრში ნამდვილი პოეზიის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ) ეს გარკვეულ "დონეზე" მეტყველებს... თუმცა, ეს მხოლოდ ამ საიტის პრობლემა არ გახლავთ, უფრო გლობალურია. დშნ-დნნ-სა და კოხორიზმის ზეობის ხანაში აზროვნება და გემოვნება კონტრაჟურში დგას და თავის დროს ელოდება...ეს არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: - "პოეზია კარტოფილი არ არის რომ დათესო, ის "ჩტუჩნი" პროდუქტია მხოლოდ სულიერი გურმანებისათვის!!!" ასეთების რაოდენობა კი ყველა დროში ხარისხით იზომება და არა რაოდენობით... ტეხავს ასე ცოტა კომენტარები და მკითხველი რომაა აქ
5 დემეტრიუსი. 2010-03-10 03:04:24 ჩემო დემეტრიუს, ეგ კითხვა მეც გამიჩნდა და მევე ვუპასუხებ, - როცა მავანთა ბჟუტურსა და ლუღლუღზე ბევრი "ეცემა",(ამ ბევრში ნამდვილი პოეზიის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ) ეს გარკვეულ "დონეზე" მეტყველებს... თუმცა, ეს მხოლოდ ამ საიტის პრობლემა არ გახლავთ, უფრო გლობალურია. დშნ-დნნ-სა და კოხორიზმის ზეობის ხანაში აზროვნება და გემოვნება კონტრაჟურში დგას და თავის დროს ელოდება...ეს არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: - "პოეზია კარტოფილი არ არის რომ დათესო, ის "ჩტუჩნი" პროდუქტია მხოლოდ სულიერი გურმანებისათვის!!!" ასეთების რაოდენობა კი ყველა დროში ხარისხით იზომება და არა რაოდენობით...
8. მესმეს დასასრული რაღაც არმომეწონასავით :) დანარჩენები კი. ტეხავს ასე ცოტა კომენტარები და მკითხველი რომაა აქ
5 მესმეს დასასრული რაღაც არმომეწონასავით :) დანარჩენები კი. ტეხავს ასე ცოტა კომენტარები და მკითხველი რომაა აქ
5
7. ძალიან მომწონს :) ძალიან მომწონს :)
6. ტკბილტუჩება ალუბალი.... მომინდა.... :)
მომწონს... ტკბილტუჩება ალუბალი.... მომინდა.... :)
მომწონს...
5. "მგონი, რაღაც პულსის გამქცევს ველოდები, არავიზე მონატრებამ გახსნა ფრჩხილი. სურვილი კი მარტის მარტივ მელოდიებს ყურსასმენით მასმენინებს ყოველ დილით." მე ძალიანაც მომეწონა.++ მართლა მაგარია პირველი ყველაზე "მგონი, რაღაც პულსის გამქცევს ველოდები, არავიზე მონატრებამ გახსნა ფრჩხილი. სურვილი კი მარტის მარტივ მელოდიებს ყურსასმენით მასმენინებს ყოველ დილით." მე ძალიანაც მომეწონა.++ მართლა მაგარია პირველი ყველაზე
4. სამივეც ძალიან მომეწონა , მშვენიერი ქალბატონის მშვენიერი ლექსები :) სამივეც ძალიან მომეწონა , მშვენიერი ქალბატონის მშვენიერი ლექსები :)
3. "პირნაბან მზეს ჩაიგორებს ღრუბლის კალთა." :):) "პირნაბან მზეს ჩაიგორებს ღრუბლის კალთა." :):)
1. მესამე ლექსი მომეწონა და ისიც ცოტა მესამე ლექსი მომეწონა და ისიც ცოტა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|