ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2010


მაკა კოლხს,დაკარგულს, აონი-ს მელოდია ქარში-ს,სოლე-ს, ჟადენს და ყველა ემიგრანტს(მოწიწებით)

მარტის ათია და აპრილამდე დარჩა ოციოდე,
დღე და- მერე ვიცი გამოიდარებს,
-აქ თქვენს სახლში
დაბრუნდეთ იქნებ!

რა დაგვამშვიდებს ამ თბილისში აპრილის ქალებს!
ან კოლხის ქალებს,ცხრა მთას იქით მონარნარეს,
ვერ დაამშვიდებს
უმერცხლებო გაზაფხულები-
(გურჯებს რად გვინდა?)

ან თუ ვარსკვლავებს ვერ მისწვდები ნიკორწმინდიდან,
ცას თუ ვერ იგრძნობ ქუდად,
მიწას, როგორც- ქალამანს,
დაბრუნდით სახლში!

დაბრუნდით სახლში!
დრო ყველაფერს განკურნავს მაინც,
(და მეგობრულად)
-რა გაჩერებს ქართველს გადაღმა!

-ჩვენი ბიჭების ცოდვას რად იდებთ!
ჩამოიყვანეთ ეგ თვალები საქართველოში
და მალე უკვე-მერცხლებიც მოვლენ!

დაბრუნდით სახლში!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები