ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2010


ისე ,როგორც არ.

მან ნახა, როგორ ჩაიარეს გუბეებმა
ცისაკენ ზურგით –შუშისფერ ბოთლში
დამწყვდეულებმა და მაშინვე თავი იმართლა
რომ არ უნახავს, არაფერი არ გაუგია....
არადა ერთ დროს გაზაფხული მოდიოდა
მის აივანზეც ...და ნაცრისფერი
კაბა ეცვა მუხლებამდე, თან უღიმოდა
უდროო დროს მის ფეხებში შეპარულ ნიავს.
თბილია ქუჩა, როგორც ქალის ხელისგულები
რომელიც იდგა მზისგან დახრულ მოაჯირებთან
როცა ძერწავდა საკუთარ სულს, სხეულს და სახეს
ტუჩის კუთხიდან აორთქლებულ სიტყვების კვამლში.
მას შეუძლია თავი იმართლოს, რომ, გამორჩა რომ–
არ უგრძვნია, მის ირგვლივ, როგორ გაწყალდა სივრცე
და შიგნით, როგორ ამოეხრჩო ყველა სურვილი.
არ გაუგია. არ უნდოდა....არ შეამჩნია.
მას შეუძლია საკუთარი ნაბიჯების ხმაში დამალოს
გული, რომელიც ისეთივე ყვითელია
მრგვალი და მძიმე, როგორც ნაჭუჭში მოქცეული
ყვითელი სითხე, რომელიც,
მანამ დაუღვარეს, ვიდრე იგრძნობდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები