ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2010


  ჩამოტვირთვა

ფშაურ მოტივზე

მსურს მოვიგონო ვაჟაი,
მარგალიტების მთესველი.
დამილოცნია ლაშარი,
დამინამია ეს ველი.
მიყვარს ე დედა-ბუნება,
ე თავმომწონე ქალშავა.
ვუმღერი თავისუფლებას,
ვეთაყვანები თვალშავას.


სატრფიალო
(ლიკა ოხანაშვილს)

ერთი ყმაწვილი ქალაი
მთის სურნელებით თვრებოდა.
პირიმზე ვითა ვაჟაი
ყვავილებს ეფერებოდა.
ი დალოცვილი მთიელი
სილამაზითა სტკბებოდა.
თვის სატრფოს ი ბედნიერი
მთიულურს ეცეკვებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები