ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰაუსზემეტი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2010


უცაბედი ჩანაწერი შენზე.....

არა, არა მგონია.
რავიცი და ხვალ...
აქვე რომ მაგნოლიაა,
ხელმარჯვნივ წახვალ.

მერე ჩემს სახლს თუ შეხვდები,
ფართო ეზო აქვს...
ასე ვიწრო შეხებებით,
მხრები ვერ დამაქვს...

არა, არა მგონია!
სადმე გნახო ჰარ...
წყეული აგონია
მჭირს!
რადგან აღარ ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები