ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2010


ცხოვრება კინოა

დასაწყისი ისევე, როგორც დასასრული ძალიან მნიშვნელოვანია... ბევრი ორიგინალობას მოითხოვს, ბევრს ჰგონია, რომ გენიალურობა სიმარტივეშია, მე კი წარსულის
გამოცდილების გათვალისწინებით, დავიწყებდი იმით, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ წაიკითხავთ, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან, არანაირი კავშირი
არ გააჩნია!!! (რეალურად გააჩნია თუ არა, მაინც არავინ იცის...)

გეგა, ნიკა და ირაკლი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ... მათი ყველა ნაბიჯი, დაბადებიდან–გარდაცვალებამდე, გაწერილი იყო... თუმცა, მათ, რა თქმა უნდა,
ამის შესახებ არაფერი იცოდნენ... ცხოვრობდნენ ისე, როგორც ყველა სხვა მოკვდავი, რადგან ისინი მათგან არც არაფრით განსხვავდებოდნენ...


ყველა მოკვდავს გააჩნია ბედისწერა... ყველა ადამიანს გააჩნია თავისი როლი ამ ცხოვრებაში და რაც არ უნდა შორს წავიდეს იგი ამ როლისგან,
საბოლოოდ მაინც ისე ითამაშებს, როგორც რეჟისორს აქვს ჩაფიქრებული...

ძმაკაცების ცხოვრება და ინტერესები დასაწყისშივე ძალიან განსხვავებული იყო... გავიდა დრო და მათ უკვე შეეძლოთ ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯების
გადადგმა... გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ თავთავიანთი ჩანაფიქრები და გეგმები...


გეგმა N1

ნიკა ბავშვობიდან მაგრად სწავლობდა... სკოლის მთავარმა სიამაყემ წარმატებით ჩააბარა ინსტიტუტში. სწავლის პარალელურად მოეწყო მშვენიერ სამსახურში
და აპირებდა გაეგრძელებინა მეცნიერული კვლევა... მას სურდა დაემთავრებინა თავის ნამუშევარი პარალელური განზომილებების შესახებ...

ვინ იცის, რაოდენ წარმატებული იქნებოდა ნიკას კარიერა და რამხელა აღმოჩენებს მოახდენდა ის, რომ არა საზარელი შემთხვევა... ნიკა კვირის ბოლოს
შეყვარებულთან ერთად ატარებდა, ისინი პიკნიკზე იყვნენ წასულები... სიყვარულში გართულებს, გაუავდრდათ და სანამ ყველაფერს მანქანაში ჩააწყობდნენ,
მეხი გავარდა... ლიკა გადარჩა, მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო გადაეტანა მიღებული ტრამვები და სტრესი...

გეგმა N2

ირაკლის ძალიან იტაცებდა კინემატოგრაფი... მისი ტვინი განსხვავებულად იყო მოწყობილი და ყოველთვის უჭირდა თავისი ემოციების სხვებისთვის გაზიარება...
მისდა სავალალოდ, გეგამ და ნიკამ დაბადების დღეზე, ტრილოგია "მატრიცას" დისკები აჩუქეს... იკაც ჩაუჯდა და იმდენჯერ უყურა, სანამ ერთ
დასკვნამდე არ მივიდა... ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს გარდაუვალია იმიტომ, რომ მოხდება... მისი აზრით, საითაც არ უნდა წასულიყო, თავის
ბედისწერას ვერ ასცდებოდა... მან მიიღო საოცარი გადაწყვეტილება: დაჯდა სახლში და დაუწყო თავის ბედისწერას ლოდინი... უწინდებურად ჭამდა,
სვამდა, უყურებდა ფილმებს თუმცა სახლიდან ძალიან იშვიათად და ისიც მარაგების საყიდლად გადიოდა...

გეგმა N3

გეგა ყრმობაშივე ხულიგანი იყო. იმდენად ჭკვიანი იყო, რომ მის გარეშე არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, თუმცა მასზე ეჭვს მაინც ვერავინ იღებდა...
გეგას არასდროს ჰქონია რაიმე გეგმა, რადგან მისი ტვინი სპონტანურადაც მშვენივრად უმკლავდებოდა ყველა სიტუაციას... მოკლედ, რომ ვთქვათ გეგმა N3
არც არსებობდა...


ან რისი დაგეგმვა შეეძლო გეგას?! როცა მისი ძმაკაცები გეგმებს აწყობდნენ, ის ყველასთვის მოულოდნელად ციხეში აღმოჩნდა, ხოლო, როცა გამოვიდა
მისი ორი უახლოესი ძმაკაცი, ორივე გარდაცვლილი დახვდა... მაშინ გეგა მიხვდა, რომ ნიჭს უაზროდ ფლანგავდა. (როგორც მამამისი ეუბნებოდა, ხოლმე, რომ
უაზროდ გაფლანგვულ ნიჭზე უარესი არაფერიაო) მან ყველაფერი იცოდა თავისი ძმაკაცების საქმიანობის შესახებ, თუმცა მათი გარდაცვალების ამბავი მისთვის
ძალიან დიდი შოკი იყო. მაგრამ მაინც გეგასთვის ყველაზე გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ მან ირაკლის სახლში იპოვა ნიკას ნაშრომები პარალელური განზომილებების
შესახებ, რომლებიც ირაკლის დაესრულებინა... ძნელი გასაგები იყო, რომელმა ფილმმა ან საერთოდ რამ შთააგონა ირაკლის გაეკეთებინა ეპოქის აღმოჩენა,
მხოლოდ ერთი იყო ცხადი, მძარცველს, რომელმაც ის მოკლა, საერთოდ არ აინტერესებდა ეს საკითხი...

გეგას, თავის ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა გეგმა...  მან ყველაფერს მოუყარა თავი და მიზნად დაისახა თავისი მეგობრების სახელის უკვდავსაყოფად გამოექვეყნებინა
ეს საოცარი ნაშრომები...

ჩვენ, ალბათ, ყველა მალე გავიგებთ გეგას და მისი ძმაკაცების რეალურ ვინაობას თუკი რეჟისორი ჩათვლის, რომ პუბლიკა მზადაა ნახოს მსგავსი სცენარის ფილმი...


ავტორი: გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები