 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 15 მარტი, 2010 |
იმიტირებული ომის გამოცხადებამდე 2 საათით ადრე დაწერილი...
ვცხოვრობ აქ და მენატრება სამშობლო, ვირტუალში ყველაფერი კაშკაშებს. გამიხადეს ცხოვრება უთავბოლო, გაზრდილებმა მსუყე "მანი ქაშაზე". ოცი წელი ვისმენ ერთს და იმავეს, - გაუმარჯოოს! გულზე მჯიღის დარტყმებით. თითქოს თოკით იმ ჭადარზე მიმაბეს, ქუჩის ბრბომ რომ შეურყია საყრდენი... ვერ გაგვიყო ევროპამ და აზიამ, მენტალობას მედალი აქვს ორი მხრით. მხარზე ისევ ეშმაკები გვაზიან, რომ სიბრიყვე ჩავიდინოთ მორიგი. ძველი ბოზი ახალს მორალს უკითხავს, თავხედობა თავმდაბლობას დასცინის. სათნოება ნერვებს უშლის უტიფარს და სულელი გვმოძღვრავს ბრძენი კაცივით... ებრაული ერთი წყევლა არსებობს, - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდეს! ჰო, ჭკვიანებს არ ვწყალობდით არ ერთ დროს, ზოგჯერ ტალახს, ზოგჯერ ტყვიას ვესროდით... უაზრობის კარუსელზე ვტრიალებთ, ამ წრებრუნვას ბოლო მაინც არ უჩანს. ჰო, რიგითი მოქალაქე მქვია მეც და სხვებივით მეც თავს ვიგდებ აბუჩად... ზოგს სიმდიდრის, ზოგს არქონის ღლის ჯავრი, უკეთესი დრო არა და არ დგება. მთავარია, დაიწერო პირჯვარი, "მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება... დავსდევთ მიზანს, როგორც ძაღლი თავის კუდს, ძველ ნაღმებზე მეათასედ ვფეთქდებით. ის მიზანიც იქნებ, არსად არის, თუ ტროას ცხენმა გადათელა ფეხებით... ყველაფერი ერთ დიდ აბსურდს მაგონებს, არც ფარას და აღარც ყოჩს რომ არ სჯერა. ჰგავს ქვეყანა გადაღებილ ვაგონებს და "ეს ვე"-ში სხვა ხალხი ზის ამჯერად...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. ჩინებულია!!!!!!!++ ჩინებულია!!!!!!!++
37. უსიტყვოდ +++2 უსიტყვოდ +++2
36. გვერდიდან წავიკითხე და დავეთანხმე საკუთარ თავს იმაში, რამაც ეს ლექსი დამაწერინა... გვერდიდან წავიკითხე და დავეთანხმე საკუთარ თავს იმაში, რამაც ეს ლექსი დამაწერინა...
33. გმადლობ, ბატონო იმო, ზუსტად რომ ხვდებით ჩემს ნაფიქრ-ნააზრევს... მეგონა, ეს ლექსიც ურაკის მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა მეთქი... ბედნიერებაა თქვენნაირი მკითხველი... გმადლობ, ბატონო იმო, ზუსტად რომ ხვდებით ჩემს ნაფიქრ-ნააზრევს... მეგონა, ეს ლექსიც ურაკის მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა მეთქი... ბედნიერებაა თქვენნაირი მკითხველი...
32. ,, გაზრდილებმა მსუყე "მანი ქაშაზე" '' სულ სხვა თემატიკ-პრობლემატიკა და ფორმა-სტილები ,, დაამუღამეს '' და ეს ,,მაღალი გემოვნებაც '' ჩემის მოკლე ჭკუით იმ "ეს ვე"- დან უნდა იღებდეს სათავესაც და გრანტებსაც... ,,კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა გასაკვირიაო '', ასე უნდა შევხედოთ ზოგ ,,კომენტატორთა'' უკაცრ. პასუხია და - ნააზრევს... ,, გაზრდილებმა მსუყე "მანი ქაშაზე" `` სულ სხვა თემატიკ-პრობლემატიკა და ფორმა-სტილები ,, დაამუღამეს `` და ეს ,,მაღალი გემოვნებაც `` ჩემის მოკლე ჭკუით იმ "ეს ვე"- დან უნდა იღებდეს სათავესაც და გრანტებსაც... ,,კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა გასაკვირიაო ``, ასე უნდა შევხედოთ ზოგ ,,კომენტატორთა`` უკაცრ. პასუხია და - ნააზრევს...
30. საღოლ! აშკარად ნიჭიერი ხარ :) სინამდვილე უხდება ლექს 5 საღოლ! აშკარად ნიჭიერი ხარ :) სინამდვილე უხდება ლექს 5
29. უაზრობის კარუსელზე ვტრიალებთ, ამ წრებრუნვას ბოლო მაინც არ უჩანს.
უაზრობის კარუსელზე ვტრიალებთ, ამ წრებრუნვას ბოლო მაინც არ უჩანს.
28. თავხედობა თავმდაბლობას დასცინის. სათნოება ნერვებს უშლის უტიფარს
555 თავხედობა თავმდაბლობას დასცინის. სათნოება ნერვებს უშლის უტიფარს
555
27. ებრაული ერთი წყევლა არსებობს, - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდეს!
დავსდევთ მიზანს, როგორც ძაღლი თავის კუდს, ძველ ნაღმებზე მეათასედ ვფეთქდებით.
კარგი. ებრაული ერთი წყევლა არსებობს, - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდეს!
დავსდევთ მიზანს, როგორც ძაღლი თავის კუდს, ძველ ნაღმებზე მეათასედ ვფეთქდებით.
კარგი.
26. ,,ვცხოვრობ აქ და მენატრება სამშობლო, ვირტუალში ყველაფერი კაშკაშებს.''-:( კიდევ წავიკითხე და...ძალიან მაგარია .
,,ვცხოვრობ აქ და მენატრება სამშობლო, ვირტუალში ყველაფერი კაშკაშებს.``-:( კიდევ წავიკითხე და...ძალიან მაგარია .
25. აუფ, ზუსტად ამბობ სათქმელს ყოველთვის ყველანაირი გაპრანჭვის გარეშე თანანა და კარგად იცი რასაც ამბობ. მართალი და ნაღდი მთქმელი ხარ და გულში ხვდები ყოველთვის, იმიტომაც მომწონხარ და მართლა გამიხარდა რომ დამპირდი 20 მარტს მოვალო, მართლა მართლაააა!!!!! :-*5555555555555 აუფ, ზუსტად ამბობ სათქმელს ყოველთვის ყველანაირი გაპრანჭვის გარეშე თანანა და კარგად იცი რასაც ამბობ. მართალი და ნაღდი მთქმელი ხარ და გულში ხვდები ყოველთვის, იმიტომაც მომწონხარ და მართლა გამიხარდა რომ დამპირდი 20 მარტს მოვალო, მართლა მართლაააა!!!!! :-*5555555555555
24. უაზრობის კარუსელი :) კარგი ლექსია უაზრობის კარუსელი :) კარგი ლექსია
23. უაზრობის კარუსელი
ტრიალებს ბრუნავს...
მომეწონა:) ძალიან უაზრობის კარუსელი
ტრიალებს ბრუნავს...
მომეწონა:) ძალიან
22. უაზრობის კარუსელი... უაზრობის კარუსელი...
20. ძველი ბოზი ახალს მორალს უკითხავს, თავხედობა თავმდაბლობას დასცინის. სათნოება ნერვებს უშლის უტიფარს და სულელი გვმოძღვრავს ბრძენი კაცივით...
ძველი ბოზი ახალს მორალს უკითხავს, თავხედობა თავმდაბლობას დასცინის. სათნოება ნერვებს უშლის უტიფარს და სულელი გვმოძღვრავს ბრძენი კაცივით...
19. კარგი ხართ... კარგი ხართ...
17. მე მომეწონა... და ის: მთავარია, დაიწერო პირჯვარი, "მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება...
ბოლომდე მოთმინებით გავედი ...
მე მომეწონა... და ის: მთავარია, დაიწერო პირჯვარი, "მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება...
ბოლომდე მოთმინებით გავედი ...
16. კიდევ დავამატებ ,რომ ამაზე სულ უნდა ვილაპარაკოთ , ვიფიქროთ და არც ერთი ლექსი არ იქნება ზედმეტი. ხრამის პირზე რომ კიდიხარ , უნდა გაიღვიძო და ფიქრი დაიწყო, რომ გადარჩე. ძალიან სამწუხაროა ,როცა ახალგაზრდები ზერელედ მსჯელობენ. და პროტესტის გრძნობა ეზედმეტებათ უკვე. კიდევ დავამატებ ,რომ ამაზე სულ უნდა ვილაპარაკოთ , ვიფიქროთ და არც ერთი ლექსი არ იქნება ზედმეტი. ხრამის პირზე რომ კიდიხარ , უნდა გაიღვიძო და ფიქრი დაიწყო, რომ გადარჩე. ძალიან სამწუხაროა ,როცა ახალგაზრდები ზერელედ მსჯელობენ. და პროტესტის გრძნობა ეზედმეტებათ უკვე.
15. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ჩვენს თავს რაც ხდება ამას ზოგად პრობლემებს ეძახიან , და ახალგაზრდები უკვე დაიღალნენ, და ლექსი რომელიც ასე იწყება,,ვცხოვრობ აქ და მენატრება სამშობლო'' თვალის გადავლებით შეაფასო და სულერთია კომენტერიც დატოვო. როდის უნდა გავიღვიძოთ. ან რისი იმედი უნდა გვქონდეს. საქმე ჩინელებში კი არა ჩვენშია. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ჩვენს თავს რაც ხდება ამას ზოგად პრობლემებს ეძახიან , და ახალგაზრდები უკვე დაიღალნენ, და ლექსი რომელიც ასე იწყება,,ვცხოვრობ აქ და მენატრება სამშობლო`` თვალის გადავლებით შეაფასო და სულერთია კომენტერიც დატოვო. როდის უნდა გავიღვიძოთ. ან რისი იმედი უნდა გვქონდეს. საქმე ჩინელებში კი არა ჩვენშია.
14. :) იქნებ ზღაპრების წიგნი წამეკითხა? :)
სხეულებრივი წუწუნი არაფერ შუაშია, მე საკმაოდ კარგად განგიმარტეთ რამ დამღალა (ახლა იტყვიან- თუ დაიღალე, ნუ კითხულობო,- მაგრამ ეს არაა გამოსავალი). ჯერ ერთი, ვიტყვი, რომ ახალი არაფერი თქმულა- ""მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება..."- ამას თუ არ ჩავთვლით. გასაგებია ეს "ტკივილი" და სულისკვეთება, მაგრამ არა ამ სახით და ამ "დოზით". ამ საიტზე, თითქმის ყველა მეორე ლექსი იმაზე იწერება- როგორ მაგრად გვიჭირს. გავიგეთ, ბატონო, გავიგეთ!
"ბურატინოს" რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ყველაფერი სიმარტივიდან იწყება, ძვირფასო ავტორო!
:) იქნებ ზღაპრების წიგნი წამეკითხა? :)
სხეულებრივი წუწუნი არაფერ შუაშია, მე საკმაოდ კარგად განგიმარტეთ რამ დამღალა (ახლა იტყვიან- თუ დაიღალე, ნუ კითხულობო,- მაგრამ ეს არაა გამოსავალი). ჯერ ერთი, ვიტყვი, რომ ახალი არაფერი თქმულა- ""მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება..."- ამას თუ არ ჩავთვლით. გასაგებია ეს "ტკივილი" და სულისკვეთება, მაგრამ არა ამ სახით და ამ "დოზით". ამ საიტზე, თითქმის ყველა მეორე ლექსი იმაზე იწერება- როგორ მაგრად გვიჭირს. გავიგეთ, ბატონო, გავიგეთ!
"ბურატინოს" რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ყველაფერი სიმარტივიდან იწყება, ძვირფასო ავტორო!
13. ბავშვი (ძეწ) - პოეზიაში სხეულებრივი წუწუნით და სუბლიმაციური "შედი-გადით" არ დაიღალე? იმაზე მეტად კონკრეტული რა შეიძლება იყოს, როცა მთელი თაობების ყოფა შეიწირა ამ ოცწლიანმა კაკაფონიამ... რაც შეეხება ჩემი ლექსის მხატვრულ მხარეს, მხატვრულობის აღსაქმელად "მხატვრული" ლიტერატურის კითხვაა საჭირო... შვილი, კონკრეტულად შენ არ მყავხარ მხედველობაში, მაგრამ, ზოგჯერ ისეთი გევლინება კრიტიკოსის როლში "ბურატინოს" მეტი რომ არაფერი წაუკითხავს... ბავშვი (ძეწ) - პოეზიაში სხეულებრივი წუწუნით და სუბლიმაციური "შედი-გადით" არ დაიღალე? იმაზე მეტად კონკრეტული რა შეიძლება იყოს, როცა მთელი თაობების ყოფა შეიწირა ამ ოცწლიანმა კაკაფონიამ... რაც შეეხება ჩემი ლექსის მხატვრულ მხარეს, მხატვრულობის აღსაქმელად "მხატვრული" ლიტერატურის კითხვაა საჭირო... შვილი, კონკრეტულად შენ არ მყავხარ მხედველობაში, მაგრამ, ზოგჯერ ისეთი გევლინება კრიტიკოსის როლში "ბურატინოს" მეტი რომ არაფერი წაუკითხავს...
11. არაფერი ცუდად არ არის საქმე მე პირადად ვაპირებ 298 წლამდე ვიცხოვრო და ვერც რუსი შემიშლის ხელს ვერც მაიას ტომების ნაბოდიალები და ვერც გლობარული დათბობა...
ხო გადავავლე თვალი უბრალოდ ლექს სათაურისდა გამო არ წამიკითხავს : ) არაფერი ცუდად არ არის საქმე მე პირადად ვაპირებ 298 წლამდე ვიცხოვრო და ვერც რუსი შემიშლის ხელს ვერც მაიას ტომების ნაბოდიალები და ვერც გლობარული დათბობა...
ხო გადავავლე თვალი უბრალოდ ლექს სათაურისდა გამო არ წამიკითხავს : )
10. პირადად მე, უკვე დავიღალე, ყოველ მეორე ლექსში ზოგად პრობლემებზე საუბრით. სადაა აქ მხატვრულობა? გასაგებია და გავიგეთ, რომ ცუდადაა ჩვენი საქმე და ათი ეშმაკი გვაზის ერთად, რომ ჩინელები გამრავლდნენ და კიდევ ბევრი რამ. არ ეხება ეს კომენტარი, მხოლოდ ამ ავტორს, უბრალოდ, მართლა ზედმეტია!
წარმატებები! პირადად მე, უკვე დავიღალე, ყოველ მეორე ლექსში ზოგად პრობლემებზე საუბრით. სადაა აქ მხატვრულობა? გასაგებია და გავიგეთ, რომ ცუდადაა ჩვენი საქმე და ათი ეშმაკი გვაზის ერთად, რომ ჩინელები გამრავლდნენ და კიდევ ბევრი რამ. არ ეხება ეს კომენტარი, მხოლოდ ამ ავტორს, უბრალოდ, მართლა ზედმეტია!
წარმატებები!
9. სანო, ვინ არის ჩემი მაწაკების პრეზიდენტი? შენც ჩემი ერთგულად მკითხველი ხააარ... გომელაური კი არ მიყვარს, გომელაურს უყვარს ჩემი ლექსები... ისე, ერთი დღე რომ არ გამოჩნდები, რაღაც მაკლია, თითში შერჭობილი ხიწვივით... სანო, ვინ არის ჩემი მაწაკების პრეზიდენტი? შენც ჩემი ერთგულად მკითხველი ხააარ... გომელაური კი არ მიყვარს, გომელაურს უყვარს ჩემი ლექსები... ისე, ერთი დღე რომ არ გამოჩნდები, რაღაც მაკლია, თითში შერჭობილი ხიწვივით...
8. უაზრობის კარუსელზე ვტრიალებთ... ვტრიალებთ კი , სამწუხაროდ :( უაზრობის კარუსელზე ვტრიალებთ... ვტრიალებთ კი , სამწუხაროდ :(
6. - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდეს! ხო, ეს ებრაული წარმოშობის წყევლა, ჩვენზეც ვრცელდება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
რეალისტური ლექსია...მთლიანად გადმოვიტან, თუ გარჩევას დავიწყებ, რა აზრი აქვს? ყველზე ცუდი კიდევ ის არის, ვითომ გვესმის ყველაფერი და მაინც სიბრიყვეს სიბრიყვეზე მაინც ვიდენთ...და კიდევ "ვერ გაგვიყო ევროპამ და აზიამ" ....ამას დაუმატე ოკეანისგადაღმა კონტინენტიც. - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდეს! ხო, ეს ებრაული წარმოშობის წყევლა, ჩვენზეც ვრცელდება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
რეალისტური ლექსია...მთლიანად გადმოვიტან, თუ გარჩევას დავიწყებ, რა აზრი აქვს? ყველზე ცუდი კიდევ ის არის, ვითომ გვესმის ყველაფერი და მაინც სიბრიყვეს სიბრიყვეზე მაინც ვიდენთ...და კიდევ "ვერ გაგვიყო ევროპამ და აზიამ" ....ამას დაუმატე ოკეანისგადაღმა კონტინენტიც.
5. თანჩო ხანდახან როგორ მართალს და კარგად იტყვი ხოლმე!
უუხ!
აი ეგრე! :D:D
მაგრამ შენ ეტყობა გომელაური გიყვარს, ლექსები ვიგულისხმე მე .. თანჩო ხანდახან როგორ მართალს და კარგად იტყვი ხოლმე!
უუხ!
აი ეგრე! :D:D
მაგრამ შენ ეტყობა გომელაური გიყვარს, ლექსები ვიგულისხმე მე ..
4. შენ რა მაგარი ყოფილხარ.++
"ზოგს სიმდიდრის, ზოგს არქონის ღლის ჯავრი, უკეთესი დრო არა და არ დგება. მთავარია, დაიწერო პირჯვარი, "მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება..."
სიტყვებს ვეძებ,რომ შეგაქო.:D:D:D შენ რა მაგარი ყოფილხარ.++
"ზოგს სიმდიდრის, ზოგს არქონის ღლის ჯავრი, უკეთესი დრო არა და არ დგება. მთავარია, დაიწერო პირჯვარი, "მარშუტკიდან" თუ გამოჩნდა სამება..."
სიტყვებს ვეძებ,რომ შეგაქო.:D:D:D
3. ბრავო! +2 აქაურობას ბრავო! +2 აქაურობას
2. მართალი ხარ... მართალი ხარ...
1. მხარზე ისევ ეშმაკები გვაზიან, რომ სიბრიყვე ჩავიდინოთ მორიგი.
მთავარია ეგ "მორიგი სიბრიყვე" არ ჩავიდინოთ, დანარჩენს, ღვთით, ეშველება, აუცილებლად ეშველება! 5 მხარზე ისევ ეშმაკები გვაზიან, რომ სიბრიყვე ჩავიდინოთ მორიგი.
მთავარია ეგ "მორიგი სიბრიყვე" არ ჩავიდინოთ, დანარჩენს, ღვთით, ეშველება, აუცილებლად ეშველება! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|