ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2008


მოკბეჩილი ჩურჩხელა

   

- რას  შვები?
- რავი  ვარ,  შენ?
- მე  ცუდად,  მაქაურობა  მენატრება,  ყველაფერი  მენატრება.
- კარგია  რომ  გენატრება,  ცუდი  იქნებოდა,  რომ  არ  მოგნატრებოდა!
- სიზმრებში  სულ  საქართველოში  ვარ.
- შენც  ჩამოდი,  ხო  დალიე  ოკეანის  წყალი?  მაინც  და  მაინც  უნდა  გაიჭყიპო?
- სათქმელად  იოლია!
- პირველ  კლასში  რომ  ამბობდი  „არ  გავცვლი  სალსა  კლდეებსაო...……”
- რა  ვქნა,  ერთი  წელი  დამრჩა,  ახლა  მივატოვო  ყველაფერი?
- რაში  გჭირდება  დიპლომი?  ქალის  დიპლომი  ოჯახია  და  სახლი!
- შენ  გგონია  ჩამოვალ  და  სახლში  დაგიჯდები?
- ხო, არ  იქნება  ცუდი,  კაცი  ოჯახში  რომ  დაბრუნდება,  ცოლმა  უნდა  გაუღოს  კარი.
- გექნება  გასაღები  და  შენ  თვითონ  გააღე.
- მე  მთვრალი  ვიქნები!
- სერიოზულად  ამბობ?
- „დავლევ,  დავლევ  აბა  რას  ვიზამ!¬¬¬
- ლოთი  ხარ?
- ლოთი  კაცი,  კაი  კაცი.
- სულ  არ  ჩამოვალ,  არ  მოგყვები  ცოლად!
- აბა  რად  მომყვები?
- არაფრად,  სულ  არ  მიყვარხარ!
- მართლა?
- ხო  მართლა!
- ხო  კაი  გეხუმრე...
- მეც  გეხუმრე...…
- ვიცი...
- იცი,  დეიდაშვილი  მოდის  ჩემი?  ისე  მიხარია?!
- როდის  მოდის?
- საახალწლოდ  აქ  იქნება.  ერთად  შევხვდებით  ახალ  წელს.
- ის  რატომღა  მოდის?
- მუშაობას  იწყებს  აქ  ერთ  ოჯახში  და  თან  ისწავლის.
- გინდა  გამოვატანო  რამე?
- არა,  ნუ  წუხდები,  არაფერი  მინდა.
- არ  ვწუხდები!  შენ  მითხარი,  რა  გინდა  გამოვატანო!
- გითხრა?  შემისრულებ?
- კი.
- შენი  თავი  მინდა!
- ჩემი  თავი?!  პაატა  ხო  არ  ვარ?!
- საზიზღარო.
- ხო,  კარგი,  ხო  იცი  ვერ  მოვდივარ!
- ვიცი,  ისე  ვთქვი.
- კარგი.
- იცი  რა  მინდა?  ჩურჩხელა  მინდა  დედაშენის  გაკეთებული.  ხო  გაქვთ  სოფელში?
- კი.
- ჰოდა  გამოატანე,  ოღონდ  თუ  შენი  სახლის  არ  იქნა,  არ  მინდა,  არ  იყიდო  იცოდე!
- კარგი,  10  ცალს  გამოვატან!
- იცი  რა?
- რა?
- არ  დამცინო,  კარგი?
- კარგი.
- ერთს  მოაკბიჩე  და  ისე  გამოატანე!
- რატო?
- მინდაა!  შენი  სითბო  გამოჰყვება!
- კაი,  თუ  გინდა  ათივეს  მოვაკბეჩ.
- საზიზღარო!
- კაი,  სორი.
- არანორმალური  ხარ.
- ჩვენ  ყველანი  არანორმალურები  ვართ,  ნორმას  გააჩნია.
- ხო  ალბათ.
- ე. ი.  ჩურჩხელები?
- მიიტან  ჩვენებთან?  ისინიც  ატანენ  ცოტა  რაღაცას.
- კი.  უხერხული  ხომ  არაა?
- უხერხული  რა  არის?!  სულ  შენზე  ველაპარაკები  ჩვენებს!
- კაი,  მივიტან.
- გკოცნი.
- მეც.
 
  *  *  *
   
- დე,  რას  შვებით,  როგორა  ხართ?
- კარგად  შვილო,  შენ  რას  შვები?
- სამეცადინო  მაქვს  ბევრი,  საერთოდ  ვერ  გავდივარ  გარეთ.  ისე  კარგად  ვარ.  არ  ინერვიულოთ...
- კარგი  შვილო!
- დე,  ჩურჩხელები  მოიტანა?
- კი  მოიტანა.
- ხო  კარგი  ბიჭია?
- არის  რა,  მთავარია  შენ  მოგწონს!
- კი,  მომწონს. წამოვიდა  ნათია  უკვე?
- კი  დედა,  თვითმფრინავში  იქნება  ახლა,  გამოვატანე  ყველაფერი  რაც  მთხოვე.
- ჩურჩხელა  რამდენი  იყო  დე?
- ცხრა  ცალი.
- მითხრა  ათს  გამოვატანო?
- ერთს  მოტეხილი  ჰქონდა  ცოტა  და ძმისშვილებმა  შეგიჭამეს...


17 ნოემბერი,  2006  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები