ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2010


ნურაფერზე ამიხირდები....

შიშველ  ქარაფებს მოეხვია ბეცი საღამო.
მინდორს სხეული გაუმკვრივდა ბალახნათიბი,
სულ რამდენიმე დღეღა დარჩა, ალბათ,  სადავო
და.... შემოდგომავ, სახადივით დამემართები.

სადღაც მალავენ თვალსაწიერს მწვანე ბორცვები,
ახლა დავითვლი... მე დავითვლი ახლა ათამდე
და იმ დღეების დავიწყებას ისე ვეცდები,
როგორც ვცდილობდი, იმ წლებიდან, ვიდრე აქამდე.

შიშველ ქარაფებს მოეხვია ბეცი საღამო,
მე,  სხეულს სული ამოვართვი არაქათივით....
მოდი, ეს დღეც რომ უშენობამ არ დააღამოს,
ნუ დაუბედე შემოდგომას ქარში ქვითინი.

წვიმებს მოჰყვება ფეხშიშველი, სველი სიგრილე,
სადღაც ზიდავენ ქვის კუბოებს ბალდახინები....
მე შემოდგომის მარტოობას რომ დავიგმინებ,
მოდი, სცადე და ნურაფერზე  ამიხირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები