ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2010


იდიოტის აზრები ნაწილი III

მერე წავიდა.
ქალაქს, რომ ტოვებდა, გამუდმებით საკუთარი სახლი ახსენდებოდა. ძველი. რომელშიც ცხოვრობდა , სანამ ზრდასრულის იარლიყს მიიკრავდა და დამაყად გამოვიდოდა , გარეთ...ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სივრცეში.
ახლა მასაც ჰქონდა თავისი წილი ადგილი აქ. ახლა მასაც შეეძლო ჩამომჯდარიყო მომავლის სკამზე და ეთქვა, აი ამდენი და ამდენი ვიცხოვრეო. ამდენს და ამდენს კიდევ ვაპირებო....
ვიცხოვრეო. გაეზომა, აეწონა.
ახლა კი მიდის...
ძველი სახლი იმიტომ ახსენდება, რომ პირველად იმ სახლიდან სცადა ფრენის სწავლა. მერე რა რომ ბანალური იყო და მის ასაკის თინეიჯერები ხტოდნენ და ხტოდნენ რწყილებივით სახურავებიდან...მერე რა, იმას ფრენა უნდოდა. სახლი კი რომ გენაახათ,,,ზედგამოჭრილი იყო. ლამაზი აივანი ჰქონდა, ძალით თუ არა- შემთხვევით ვერ გადავარდებოდი. მტრედებს უყვარდათ მოსვლა. დედამისს კი ჩხუბი. ანაგვიანებენო.
მე ვიცი რაც არის სიბინძურეო თვითონ ასე ფიქრობდა. უთქმელად და იცოდა თავისთვის, როღონდ ვერ მოახერხა ბოლოს ამ სიბინძურეში არ ამომპალიყო.
გაფრენას უბრალოდ აპირებდა. ის უკვე პატარა აღარ იყო და არც უფიქრია, ფრთები ამომივა როცა გავიზრდებიო...ან
უცხოპლანეტელები მომაკითხავენო...
ის იცოდა, რომ თუ უნდოდა, თვითონ უნდა ესწავლა...რადგან არ ეცალათ მისთვის. კვდებოდა მის გარშემო ხალხი
დედა კვდებოდა შეძახილისგან...თავისივე შეძახლისგან. მდენი იძახა, მალე მოვკვდებიო, რომ ალბათ როცა"იქიდან" საკუთარი თავი კუბოში დაინახა, სულ არ გაკვირვებია და შვებით ამოისუნთქა. თუმცა არ სჩვეოდა ასე დედას...მისი ამოსუნთქვა უფრო უაზრო იყო ხოლმე, ვერც ტკივილს ნახავდით შიგ და ვერც შვებას...თან რაღაცნაირი,...უსიამოვნოდ თბილი.
სხვა ხალხი რომ კვდებოდა, ამას თვითონ მიხვდა. სხვა არავინ უნახავს კუბოში,
კვდომა იყო, ოღონდ სიცოცხლეში. მას კი ა უყვარდა ცოცხალი მკვდრები...სერთოდაც რა იცოდა, რომ ასეთი უნდა გამხდარიყო?
რა იცოდა?
მოკლედ მისთვის არ ეცალათ...მკვდრებს ყოვლთვის ჰყოფნით საკუთარი საქმე.
სახლი ყოველთვის ახსენდებოდა. ახლა მიდის. უნდა, ძალიან უნდა. ეს მატარებელიც ისეთია, როგორსაც წარმოიდგენდა ხოლმე. კუპე წითელი ფარდებით, ორად ლამაზად გაყოფილი ფარდები....
თბილი კუპე, პატარა მაგიდა და თვალები, რომლებიც ყველგან შეუძლია ატაროს და რომლებიც, მაშინაც ხედავენ, როცა უბრმავებენ...ან როცა თვითონ იბრმავებს.
იმ ქალაქში რომ ჩავა, პირველ რიგში ცაში აიხედება. არ სჯერა, რომ სამშობლოში სხვა ცაა...სისულელეა, არ უყვარს.
მერე ხეებს შეხედავს, ხეები ხომ ყველგან ერთნაირად დგაგან, მოხრილები და ლამაზად საცოდავები. მერე რა რომ დათბა, ხეები ხასიათს არ იცვლიან, რადგან მათ უყვართ, უყვართ ოღონდ არ იციან რა. საკვებად აქვთ, საზრდოდ....სევდიანია ეს ყველაფერიო იფიქრა.
სძინავს.
კუპეს კარი უნდა გაიღოს...უნდა გაიღოს და შემოუტანონ ჩაი...ჭიქა ჩაი. ის კი ძილს გააგრძელებს და ჩაი თავისთვის იდგება მშვიდად, თავის სუნში გაცივდება.



მუხლები მეტისმეტად შრამიანი აქვს და არ აჩენს.
შიში როცა მოდის და უწვება კალთაში, ხორკლიანი ენით ულოკავს მუხლებს....ამიტომაც აქვს შრამები
თორემ განა მუხლების დაჭრა უცდია? არა...მხოლოდ რამდენიმეჯერ.
ეს, შიშია , რომელიც შეუხორცდა. მისია უკვე, ამიტომაც არ უბრაზდება როცა კლავს...
სიცხე აქვს. რა კარგია, რომ დედა არ ჰყავს, რომელიც წამალს დაალევინებს.
სისულელეაო მკვდრების მონატრება ფიქრობს, რადგან ისინი რამეში რომ ყოფილიყვნენ საჭირონი. არ დაიხოცებოდნენო. ყველა ხომ თავისით იხოცება....ცხადია ეს.
ყველა კვდება მაშინ, როცა საკუთარ უსარგებლობას გააცნობიერებს და ასტკივდება.
ოღონდ მე გადავრჩიო....
მივხვდი და მაინც გადავრჩიო....


რა კარგია, რომ არ იცის სად არის მამა და არ შეუძლია სიბნელეში ხელის ცეცებით იპოვპს მისი საწოლი. მაგიდიდან წამლის ბოთლები შემთხვევით გადმოყაროს და საწოლთან ჩამომჯდარმა იფიქროს იმაზე, რომ ზეწარი უნდა გამოუცვალოს . ფანჯრიდან კი ჩანდეს ზეწარივით ყვითელი მთვარე და მამის მძინარე წყვილი თვალი ჰგავდეს ყველაზე უციცოცხლო , დაღლილ პლანეტებს. რა კარგია, რომ ასე არ ხდება და გარბის....
ახლა მამა აღარ ჰყავს, ჩამოიჭრა, აწუხებდა....ოღონდ ვერ გაითვალისწინა, რომ ჭრილობები მაშინაც გტკივა, როცა ახალია
მაშინაც, როცა შეხორცებას იწყებს
და მაშინაც როცა საკუთარი ხელით აწვალებ...
მაშინ კი გახრჩობს, როცა იხსნება...
თან მოაქვს შენს სხეულში შედედებული წარსული....
მოაქვს ადამიანები, რომლებიც ხანდახან საყვედრუით შეგავლებენ თვალს, რატომო?
რა რატომ? ვერ ცნობ და არ იცი.....
ვერაფერი იპოვე.




ცხოვრებაზე ამოსული ხორცმეტი, თვითონ ცხოვრებამ უნდა მომიცილოს.
თორემ ამდენი ვაწვალე საკუთარი თავი და უფრო ვიზრდები....სიმსივნე ვხდები...გადამდებიო.
ახლა როცა გარბის, უფრო ხშირად ახსენდება ტკივილი, რომელიც ვერგაფრენის დროს ეძგერა თმებში
და ტკივილი, რომელიც მუდამ მიწაზე მხოხავ ადამიანს განასხვავებს....
ორივე ხომ მისი იყო.
ორივე ხომ მან გაიჩინა, ობოლი ბავშვებივით, აიყვანა და გაათბო, გაიღვივა მკერდში...ახლა როგორ გადაყაროს, როცა ორივეს მშობელია....ორივე ერთნაირად მისია....

რას ამბობს ერთ სხეულში ვერდატეული ორი განსხვავებული ტკივილი?
მე მეშინია.
ვერდამთავრებული სათქმელით
და ბოლომდე ვერგახელილი თვალებით ....


თითქოს რაღაც გამოედოო მატარებლლის ბორბლებს
წამით შეჩერდა...
როგორც დრო
როცა ვიღაც უკვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები