ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2010


ორი პატარა ლექსი


დედას

ქვეყანა, შენ რომ მაჩუქე
პატარაა ჩემი ხელებისთვის.
თანაც არ ვიცი, ასეთი ჭრელი  სიცოცხლე
მიწიდან ჩემს  შუბლამდე როგორ ავწიო.
სადღაც შორს ვდგავარ,
პატარაა ქვეყნის თვალი -შენ რომ მაჩუქე.
10.2.2010

***
თითქოს სიზმარია ყველაფერი-
ვცდილობ, შვილებიდან  იმედები  ჩამოვასხა
და მერე თაიგულად გავუწოდო ცხოვრებას.
შვილების მამა უცხოელია.
ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი მაინც ნახევრად ესმის.
მეც საიდუმლოდ ვიტოვებ რომ
გულში მწიფე ბროწეულის  მარცვლებს ვინახავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები