ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2010


ბოლოს გზა უფლისკენ მიდის…

***


ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ეკლესიასთან ახლოს, ყველაზე მიჩქმალულ კუთხეში ჩამალულიყო. სნაიპერის შაშხანა მწყობრში მოეყვანა, ყველაფერი სათანადოდ,
უმაღლეს დონეზე გაემზადებინა. თვითონ კი იწვა... იწვა და ელოდა...


***


გიორგის ბავშვობიდან უყვარდა ხულიგნობა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ცნობილი დიპლომატისა და ასოცირებული პროფესორის სიყვარულის ნაყოფი, რეციდივისტი და
გატიალებული ნარკომანი დადგებოდა.


***


ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, გარდატეხის ასაკში დაიწყო. ხულიგნობით გამორჩეული, გიორგი ადვილად მეგობრობდა უფროს ბიჭებთან. მამამისი ყოველთვის ეუბნებოდა,
რომ ისინი კარგს არაფერს მოუტანდნენ ცხოვრებაში, თუმცა ქუჩაში ჩასვლას მაინც ვერ უშლიდა, რადგან თვითონაც ბევრი ჰქონდა ნასწავლი
ქუჩიდან...


***


ბექას და ნოდოს არასდროს მოუკლავთ თავი სწავლით. სკოლაშიც კი, მათი ერთადერთი გასართობი სხვების აბუჩად აგდება იყო. სიგარეტის მოწევა ადრეული ასაკიდან დაეწყოთ.
ამის გამო ორივეს მოსვლია სახლში მშობლებთან დავა და კამათი, მაგრამ ბოლოს მაინც მშობლები დანებდნენ.
მათ მშობლებს დიდად არც ეცალათ მათთვის. ეს იყო, ალბათ, იმის ყველაზე მთავარი მიზეზიც, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ბექა და ნოდო ჯერ პლანზე, შემდეგ კი
ძლიერ ნარკოტიკებზე გადავიდნენ.


***


ჩორტიკას უბანში ყველა იცნობდა. ვისაც არ ეზარებოდა ყველა ეკაიფებოდა, თავში ხელსაც წამოარტყამდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა მისგან ყიდულობდა, პლანსაც
და წამალსაც.
უამრავ თანატოლ ავადმყოფს შორის ჩორტიკა ერთადერთი იყო, ვისაც ნარკოტიკი შემოსავლის წყაროდ გადექცია და არა გასავლის. ის ორმეტრიანი, დაკუნთული ახმახი იყო,
რომელიც ბავშვობაში ისე შეჩვეოდა ჩაგვრას და დაცინვას ყველასგან, რომ დღეს ამაზე რეაქციაც აღარ ჰქონდა... თავის ძალას კი მხოლოდ მაშინ იყენებდა, როცა ფულის
გადახდასთან დაკავშირებით წამოიჭრებოდა პრობლემა.


***


ლუკა ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო სკოლაშიც, ინსტიტუტშიც და სამსახურშიც. სილამაზესთან ერთად ღმერთს მის თავზე ნიჭის დაფერთხვაც არ დანანებოდა. ბავშვობიდან
უყვარდა სწავლა, იტაცებდა რთული ამოცანების ამოხსნა და ჭადრაკის თამაში. სკოლაშიც და ინსტიტუტშიც ყველაზე გამორჩეული ბავშვი იყო. ყველა, ვისაც კი მასთან
ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, გრძნობდა, რომ მას ძალიან დიდი მომავალი და მიღწევები ელოდა წინ.
ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ, ის ადვილად მოეწყო სამსახურში. თუმცა მისთვის ეს სამსახური არაფრით არ იყო საინტერესო და განსაკუთრებული, სანამ ის იქ, თავის
მეორე ნახევარს, ირინას არ შეხვდა...


***


ირინას, რა თქმა უნდა, მალევე შეუყვარდა მზეჭაბუკი და ცოლადაც გაჰყვა. ცოტა ხანში მათ ტყუპი გოგოები შეეძინათ. ლუკას უკვე დაემთავრებინა სწავლა და მაღალანაზღაურებადი
სამსახურიც ეშოვნა. თუმცა ერთ დღეს, მისი 25 წლის ნაწვალები, წამებში წყალში ჩაიყარა...


***


ბექა და ნოდო, მალევე დაუმეგობრდნენ გიორგის. ეს გარდაუვალი იყო!!! ისინი უკვე სტაჟიანი ნარკომანები იყვნენ, გიორგის კი მისი მშობლების გადამკიდე, მუდამ ჰქონდა საკმარი ფული.
სიცილ–ხარხარში ჯერ პლანის მოწევა დააწყებინეს, მერე კი იმდენი ქნეს, იქამდე არ მოისვენეს, სანამ გიორგი მათზე წყალწაღებულ ნარკომანად არ გადაიქცა..


***


გიორგის ნარკომანობამ, თავდაპირველად მამამისის საელჩოდან განთავისუფლებას შეუწყო ხელი. შემდეგ კი, უნივერსიტეტის ლექტორ დედამისსაც იგივე ბედი ეწია. ვის რა უნდა ასწავლოს ადამიანმა,
რომელსაც საკუთარი შვილი ვერ აღუზრდია?! ასე წავიდა გაღატაკებისაკენ, ერთ დროს შეძლებული ოჯახი. მთელი ძვირფასეულობა კი, ოჯახის ერთადერთი იმედის,
ვაჟიშვილის ვენაში...


***


გიომ, ნოდომ და ბექამ, გიოს ოჯახის მთელი ქონება შთანთქეს. მაგრამ მოვიდა დღე, როცა ლომკამ ისევ შემოუტიათ..


***


ძირითადად ადამიანი დიდად განსხვავდება პირუტყვისგან. ადამიანი, ხომ ღვთის მიერ იქნა შექმნილი ხატად და სახედ უფლისა. მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როცა პლიუსი მინუსად, სიკეთე ბოროტებად,
ანგელოზი ეშმაკად, ადამიანი კი პირუტყვად იქცევა ხოლმე...
ეშმაკი ამპარტავნებამ დაღუპა. ადამიანს კი ეშმაკი ღუპავს, ცოდვებისკენ ხელის ბიძგებით. ეს ყველაფერი კი უფლის სიყვარულის ნაკლებობითაა გამოწვეული, ორივე შემხვევაში...


***


ლუკა და გიო გვიანღა მიხვდნენ მომხდარს. თუმცა გიორგი ლუკაზე სწრაფად გამოერკვა სიტუაციაში და გაიქცა!!!


***


ლუკა ჯერ დიდხანს უყურებდა, შემდეგ კი დიდხანს, ძალიან დიდხანს ეფერებოდა თავისი ცოლის და ტყუპი გოგოების გვამებს. აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა ვეყნად, აღარც ნიჭს, აღარც შრომას, აღარც ფულს
და საერთოდ არაფერს აღარ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა.
მისი თვალები ღვარძლით, გული კი შურისძიების გრძნობით იყო სავსე. ის ვერც კი ამჩნევდა, რომ მის სახლში სამი კი არა ხუთი გვამი იყო, ხუთი!!!


***


ჩორტიკამ ნისიაზე აღარ მისცათ წამალი, ლომკამ კი იმდენი ქნა, რომ ნოდომ და ბექამ გიო საქმეზე წაიყვანეს. ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. იმდენად მარტივი, რომ განწირული იყო კრახისთვის. თუკი შეიძლება
ხუთი ადამიანის მვლელობას, რომელთაგან ორი ბავშვი და ერთი ქალი გახლდათ, კრახი წოდებოდა!!!


***


ჩვენ გარშემო ყველაფერი იცვლება... იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები, იცვლება გარემო... სწორედაც, რომ ძირითადად დრო და გარემო ცვლის მასში მყოფ ადამიანებს. ჯერ არავის ჰქონია იმხელა ძალა,
რომ ცხოვრების ცვლილებებისათვის გაეწია წინააღმდეგობა... გარემოებების ცვლილებებმა ჯერ ლუკას ცოლის და ბავშვების სკვდილი გამოიწვია და შემდეგ კი ნოდოსი და ბექასი. თუმცა ამ უკანსკნელთა სიკვდილში
გაუმაძღრობას, შურს და სიხარბეს უფრო ერია ხელი...


***


ყველა და ყველაფერი იცვლება ამ ქვეყნად. გიორგიმ დაანება თავი ნარკოტიკებს და ის– ის იყო, ისევ ადამიანის სახე უნდა დაებრუნებინა... სწორედ იმ ადამიანისა, რომელიც უფლის სახედ და ხატად შეიქმნა,
რომ მას ძველმა ცოდვებმა უწია... გიორგის ტვინის კიბო აღმოაჩნდა. ძველი ცოდვები კიბოზე მეტად ხრავდა მის სხეულს. დიდ ხანს უძლებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტე, რომ ცხოვრებაში პირველად
ჩაებარებინა აღსარება...


***


ლუკა იწვა და ელოდა, იწვა და ელოდა...


***


და აი ლუკამ დაინახა ის, ვის დანახვასაც მთელი ცხოვრება ელოდა.. დაინახა ის შაშხანის სამიზნეში. კი, ეს ნამდვილად გიორგი იყო... ლუკას ოცნება ახდენას უახლოვდებოდა... მიზანი, რომელიც მას
აცოცხლებდა, ეს–ეს იყო უნდა აღსრულებულიყო... და აი, ამ საბედისწერო მომენტში, როცა ეს ყველაფერი უკვე ასე ახლოს იყო, ლუკას ხელი აუკანკალდა...
ჯერ ხელი აუკანკალდა, შემდეგ კი ირინა გამოეცხადა ბავშვებთან ერთად... თითქოს ამას მისთვის გამბედაობა უნდა შეემატებინა, არადა პირიქით მოხდა... იმის ნაცვლად, რომ ჩახმახისათვის გამოეკრა
ხელი, ლუკა მწარედ აქვითინდა!!! ეს სინანულის ცრემლები იყო... თუმცა, მაშინ სინანულის ცრემლებით, მხოლოდ ლუკა როდი ტიროდა!!!




ავტორი: გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები