ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

ვუძღვნი ჩემს ქორეოგრაფებს

რა ენა აღწერს, ან რა კალამი,
თქვენს ღვაწლს, თქვენს შრომას, გარჯას და ამაგს!
თქვენი დროშა და თქვენი ალამი
კვლავაც ამშვენებს მშობლიურ ალაგს!
თქვენ დიდ სცენებზე ცეცხლი დაანთეთ,
ააგიზგიზეთ სცენებზე ცეცხლი!
თქვენმა ბიჭებმა კვესიც აანთეს,
ნაჭამი ჰქონდათ ბიჭებს ფიც-ვერცხლი!
მე ხოტბას ვასხამ მამულის როკვას,
როკვით განფენილ ქართულ გენიას!
თქვენ შეგეწიოთ ჩემი დალოცვა,
გენი და ჯიში უძლეველია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები