ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2010


დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი.....

ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?-
ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე....
ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი
დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.

უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა.
მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს....
ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი,
შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.

რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება....
მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ:
ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება.
გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო,-

მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით.
და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ....
ჩვენ, ერთმანეთით, მკურნალობა ერთხელ დავუშვით
და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები