ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2010


მე არ მიყვარხარ ...

"მე არ მიყვარხარ"-ეს თამაში  შენ მოიგონე,
რომ ბავშვებივით ვითამაშოთ მხოლოდ  სიტყვებით.
"მე არ მიყვარხარ"- ისე გულში დარდად გიგროვებ. . .
და სიყვარულშიც ვერასოდეს გამოგიტყდები.

ძებნაც არ გინდა ყველგან ნახავ ალბათ უამრავს,
ვინც დაიფიცებს ერთგულებას და მოგატყუებს.
როცა სურვილებს საკუთარ თავს ასე უმალავ,
შენ მხატვარივით დიდხანს არჩევ ახალ "ნატურებს"

რომ ძველ ადგილზე არ დატოვო სიცარიელე,
ათასმეერთე შტრიხით ხაზავ ათას მონახაზს.
მე ღმერთი მხოლოდ თამაშისთვის არ გამიმეტებს,
მოგენატრები და ზღაპარშიც ვეღარ მომნახავ.

"მე არ მიყვარხარ!"-სადღაც კარგავს "ექოს" უდაბნო.
ღამემ დალექა ტკივილები სულში ქანებად,
ხანდახან ალბად გამიხსენებ ისე უბრალოდ,
ხან ეს "უბრალო" გახსენებაც მოგენატრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები