| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 25 ივნისი, 2008 |
"შენ გეუბნები - ყველაზე ბინძურ სინამდვილეს ყველაზე ბინძურ სიცრუესაც შენ გეუბნები!"
შენ ყოველთვის მისმენ მდუმარე, შენ ყოველთვის გულდასმით მისმენ - - თუ როგორ მოგიყვები ჩემზე:
ათას სისულელეს მოგიყვები! ათას, სისულელეს მოგიყვები. ათას სისულელეს, ისე მოგიყვები... ათასი ცრემლი ეძალება შენს თვალებში ათას ყაყაჩოს, ასე გგონია... გიორგი - გურჯი. ასე გგონია, რომ მე რამეს ვამატებ რამეს. ასე გგონია, რომ ვილევი ბოლო ხანია, რადგან დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამ და ისიც ცოტას, თუ ეცოდინება უფალს - რომ არასოდეს მავიწყდები - რომ არასოდეს ავიწყდება.
რომ არასოდეს დაგვივიწყებს, როგორც მეგობრებს როგორც გარყვნილ, ერთმანეთით გარყვნილ მეგობრებს. ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთიდან, ერთმანეთისთვისვე გასულ მეგობრებს,
რომელთაც თითქოს, მეტი არაფერი დაგვრჩენია... წავიდეთ და ერთმანეთი, (თითქოს მეტი მართლა არაფერი დაგვრჩენია) ერთმანეთზე გაბრაზებული ბავშვებივით, ერთმანეთის დღიურებში ვიპოვოდ მხოლოდ. ესეც იმ ბედნიერ შემთხვევაში, თუ ოდესმე ერთმანეთს შევხვდით.
თუ ოდესმე ეს მართლა მოხდა- - შენ გეუბნები! მე... ყველაზე ბინძურ სინამდვილეს! ყველაზე ბინძურ სიცრუესაც, ყველაზე ისეთს... ყველაზე მეტად რომ მიძნელდება,
შენ გეუბნები რომ მე არასოდეს მავიწყდები! რომ არც არასდროს დამვიწყებიხარ! არც დაგივიწყებ,
რომც ვერასოდეს გნახო, რომც ვერასოდეს გაკოცო ტუჩებში! რომც ვერასოდეს ჩაგიხუტო, რომც ვერასოდეს მოგეფერო,
შენ გეუბნები, რომ ვერასოდეს მოგიტანო ჩემი ხელით დაკრეფილი ყვავილები და დაგიწყო ბალიშთან ახლოს, რომ ჩემი სიყვარული იყოს პირველი! რასაც ახლადგამოღვიძებულ თვალებს მიაპყრობ და მიხვდები თუ რატომ გეძინა, ასე ტკბილად, ანდა რატომ გამოგეღვიძა. რასაც გაიფიქრებ! რასაც თვალების ფშვნეტით, ნესტოებთან ახლოს მიიტან და სულმოუთქმელად შეიყნოსავ,
მერე ხალათის მოუცმელად, ღამის პერანგით, ოთახებში დამიწყებ ძებნას, რომ მითხრა- -თუ როგორ გენატრები... თუ როგორი ბედნიერი ხარ! (და როცა ბაღშიც არ დაგხვდები) იქნებ ცოტა იეჭვიანო კიდეც და როცა მობილურზე დამირეკავ, იქნებ ეს სიტყვები ვეღარც კი მითხრა, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ არ გაიგებ სადა ვარ, ვისთან.
რომ ვერასოდეს ვნახოთ ერთმანეთი- იცოდე, რომ ჩვენ- -ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთიდან, ერთმანეთისთვის გასული მეგობრები, ვინარჩუნებთ მხოლოდ ერთმანეთს. ერთმანეთის თავისუფლებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მე... ყველაზე ბინძურ სინამდვილეს! ყველაზე ბინძურ სიცრუესაც! ყველაზე ისეთს... ყველაზე მეტად რომ მიძნელდება, შენ გეუბნები რომ მე არასოდეს მავიწყდები! რომ არც არასდროს დამვიწყებიხარ! რომ არც დაგივიწყებ, რომც ვერასოდეს გნახო, რომც ვერასოდეს გაკოცო ტუჩებში! რომც ვერასოდეს ჩაგიხუტო! რომც ვერასოდეს მოგეფერო! შენ გეუბნები! მე... ყველაზე ბინძურ სინამდვილეს! ყველაზე ბინძურ სიცრუესაც! ყველაზე ისეთს... ყველაზე მეტად რომ მიძნელდება, შენ გეუბნები რომ მე არასოდეს მავიწყდები! რომ არც არასდროს დამვიწყებიხარ! რომ არც დაგივიწყებ, რომც ვერასოდეს გნახო, რომც ვერასოდეს გაკოცო ტუჩებში! რომც ვერასოდეს ჩაგიხუტო! რომც ვერასოდეს მოგეფერო! შენ გეუბნები!
24. მოდის ნაკადი და თან კალაპოტში ვერ ეტევა, გადმოდის ნაპირებიდან, ძლიერია და ძარღვიანი...:) მოდის ნაკადი და თან კალაპოტში ვერ ეტევა, გადმოდის ნაპირებიდან, ძლიერია და ძარღვიანი...:)
23. ეს ძალიან ჩემია... ეს ძალიან ჩემია...
22. მომეწონააა კარგი იყო გულიანი ფრაზებით
5 მომეწონააა კარგი იყო გულიანი ფრაზებით
5
21. მადლობა ყველას ვინც დრო გამონახა და წაიკითხა ეს ლექსი. პატარა ბარტყო და ამასთან დიდო ადამიანო! მე შენ მოგწერე დაკარგვაზე და შენ მაინც არ იშლი შენსას. მე სადაც აქმადე მნახულობდი გენაცვალე ისევ იქ, აბა სხვა მე გერმანიაში არ ვარ, ამ ბოლოს, არც თბილისში. ნუ წუწუნებ რომ მოგენატრე და ა.შ. ცელქი ბავშვი ხარ შენ და კარგი ადამიანი.
ნინიკო, მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
მოგიკითხავთ ყველას და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს. მადლობა ყველას ვინც დრო გამონახა და წაიკითხა ეს ლექსი. პატარა ბარტყო და ამასთან დიდო ადამიანო! მე შენ მოგწერე დაკარგვაზე და შენ მაინც არ იშლი შენსას. მე სადაც აქმადე მნახულობდი გენაცვალე ისევ იქ, აბა სხვა მე გერმანიაში არ ვარ, ამ ბოლოს, არც თბილისში. ნუ წუწუნებ რომ მოგენატრე და ა.შ. ცელქი ბავშვი ხარ შენ და კარგი ადამიანი.
ნინიკო, მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
მოგიკითხავთ ყველას და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.
20. ფინალი კარგი იყო. ვინარჩუნებთ ერთმანეთის თავისუფლებას-მთელი ლექსი ამად ღირდა. 5 ფინალი კარგი იყო. ვინარჩუნებთ ერთმანეთის თავისუფლებას-მთელი ლექსი ამად ღირდა. 5
19. აღსარებაა,მომეწონა! აღსარებაა,მომეწონა!
18. ამ დროს მე ვიცი რომ ეს ლექსი აშკარად არაა დიდხანს აწყობილი ლექსი :) მართლა ამოსუნთქვაა ერთი. გიო, ერთი სული მაქვს როდის მოვისმენ :)
რომ ვერასოდეს ვნახოთ ერთმანეთი- იცოდე რომ ჩვენ- -ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთიდან, ერთმანეთისთვისვე გასული მეგობრები, ვინარჩუნებთ მხოლოდ ერთმანეთს. ერთმანეთის თავისუფლებას.
:) ამ დროს მე ვიცი რომ ეს ლექსი აშკარად არაა დიდხანს აწყობილი ლექსი :) მართლა ამოსუნთქვაა ერთი. გიო, ერთი სული მაქვს როდის მოვისმენ :)
რომ ვერასოდეს ვნახოთ ერთმანეთი- იცოდე რომ ჩვენ- -ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთიდან, ერთმანეთისთვისვე გასული მეგობრები, ვინარჩუნებთ მხოლოდ ერთმანეთს. ერთმანეთის თავისუფლებას.
:)
17. ის დრე დაიწვას მე რომ შენ მეგობარი დაგიძახე:)))) ძმა მითუმეტეს:)) მომენატრე შე ცუდო:) ის დრე დაიწვას მე რომ შენ მეგობარი დაგიძახე:)))) ძმა მითუმეტეს:)) მომენატრე შე ცუდო:)
15. გაიხარე, გურჯო! მოკითხვა თან!:) გაიხარე, გურჯო! მოკითხვა თან!:)
13. მოგესალმებით! მადლობა ყველას.
მამლუქი, კეთილი იყოს მეგობარო. მოგესალმებით! მადლობა ყველას.
მამლუქი, კეთილი იყოს მეგობარო.
12. შენ და ყვავილები მიყვარხარ გიო 5 და მონატრება შენ აქვე მადლობა იმ ყვავილებისთვის რომ ჩამოგვირიგებ შენ და ყვავილები მიყვარხარ გიო 5 და მონატრება შენ აქვე მადლობა იმ ყვავილებისთვის რომ ჩამოგვირიგებ
10. გაიხარე გიო გაიხარე გიო
9. კარგია ყოჩაღ ჩემგან 5:) კარგია ყოჩაღ ჩემგან 5:)
8. ბეეეევრი, ბეეევრი ემოცია... ძალიან კარგი ხარ:) ბეეეევრი, ბეეევრი ემოცია... ძალიან კარგი ხარ:)
7. გასაცნობად მოვედი...მომეწონე...კარგია! :) 8 ... :) გასაცნობად მოვედი...მომეწონე...კარგია! :) 8 ... :)
6. კარგია და 5 :) კარგია და 5 :)
5. მოგესალმებით,
ლელი დიდი მადლობა ძვირფასო.
სტიქია2-ს,
ეს ლექსი ასე ვთქვათ ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსია, რომელშიც არ შემიტანია არცერთი შესწორება. ვერ ვიტყოდი გამართულს ამ ვერლიბრზეც, ბატონ გივის დავეთანხმები უფრო, როდესაც ამ ლექსზე წერს: "უკალაპოტო ვერლიბრი, გულიდან მომდინარე აღსარება" და ა.შ. მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის მეგობარო, თუმცაღა მას კატეგორიულად არ ვეთანხმები.
მოგესალმებით,
ლელი დიდი მადლობა ძვირფასო.
სტიქია2-ს,
ეს ლექსი ასე ვთქვათ ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსია, რომელშიც არ შემიტანია არცერთი შესწორება. ვერ ვიტყოდი გამართულს ამ ვერლიბრზეც, ბატონ გივის დავეთანხმები უფრო, როდესაც ამ ლექსზე წერს: "უკალაპოტო ვერლიბრი, გულიდან მომდინარე აღსარება" და ა.შ. მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის მეგობარო, თუმცაღა მას კატეგორიულად არ ვეთანხმები.
4. ხოოო,... მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთი ლექსები არ მესმის! ამან დამაინტერესა, ძალიან...5 შენ ჩემგან:) ხოოო,... მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთი ლექსები არ მესმის! ამან დამაინტერესა, ძალიან...5 შენ ჩემგან:)
3. საინტერესო კაცი ხარ შენ
გამართული ვერლიბრია, ერთიდაიმავე აქცენტირებულ სიტყვებზე დაყრდნობით გარკვეულ პედალირებას აკეთებ ძახილის ნიშნებით. ცოტა გაწელილი მეჩვენა და კიდევ: ეს ისეთი ლექსია, რომელსაც დიდხანს აწყობენ ანუ: არაშთაგონებული.
საინტერესო კაცი ხარ შენ
გამართული ვერლიბრია, ერთიდაიმავე აქცენტირებულ სიტყვებზე დაყრდნობით გარკვეულ პედალირებას აკეთებ ძახილის ნიშნებით. ცოტა გაწელილი მეჩვენა და კიდევ: ეს ისეთი ლექსია, რომელსაც დიდხანს აწყობენ ანუ: არაშთაგონებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|