“სხვისობა” შემთხვევით ამოვიკითხე ერთ-ერთ ჩემს ფოლდერში და თან გამიკვირდა რა უნდა ყოფილიყო. მერე პირველ აბზაცს გადავავლე თვალი და გამახსენდა “სხვისობის” განცდა. რამდენი თვე გავიდა ვინ იცის და ისევ იგივე ემოცია მოდის. მახსოვს “სხვისობამ” როგორ ვერ მომხიბლა და ისიც მაფიქრებინა თუ რა სულელური ფრაზები შემომეწერამეთქი..:
“ზიხარ შენთვის და იმაზე ფიქრობ ვინმეს არ დაემსგავსო და ამაზე მაშინ იწყებ ფიქრს, როდესაც უკვე სხვაა შენში და ის სხვა თითქოს გმართავს, მერე უბრალოდ აწკაპუნებ კლავიატურაზე და ისევ გაწუხებს სხვისობა. ეს რაა? ახალი ტერმინი? ხო ამას კრიტიკა მოჰყვება …(ფიქრი) და ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ყველაფერი საშინლად მოგწონს, “სხვისობა….” შენში ტივტივებს ფრაზები…” ... (თარიღი დაუდგენელია 200 რომელიღაცა წელი)
შეიძლება კიდევ გავიდეს დრო ან არც გავიდეს და უბრალოდ ვნახო დღეს შემოჯღაპნილი აი, კიდევ ერთი სხვისობა. ფრაზებისა.
ეს სხვისობაა და თან არც მასეა, რადგან კაცობრიობა ფიქრით თუ უკავშირდება ერთმანეთს. არადა სწორედ ამ არზების განადგურებასა და გადაგდებას ვაპირებდი. მერე იმან შემაშინა იქნებდა ეს ყოვლად ჩვეულებრივი ფოლდერი სხვას ეკუთვნის? მოდი ისევ შევინახავ…
“სხვისობა” კი შევინახე, მაგრამ სად არ შემიხედავს, არც დამიმახსოვრებია.. დღეს ისევ ვიპოვე და გავაგრძელე წერა. აი , რა გამახსენდა: გზაზე მივდიოდი, მიტოვებულ? არა უბრალოდ ყველაზე წყნარ და უკაცრიელ ქუჩაზე. მარტო მივაბიჯებდი და ვინაიდან არაფერი მაფიქრებდა, ამ ფაქტმა შემაძრწუნა. ნუთუ დავკარგე ყველანაირი შეგრძნება? ვხვდებოდი, თუ როგორ ვემსგავსებოდი სხვებს, რომლებიც ყოველ დღე ერთი ქუჩიდან მეორეზე გადააადგილდებიან ხან ფეხით და ხან ტრანსპორტით. გარეგნულად თითქოს არაფერი ეტყობათ, მხოლოდ თვალები…
___ თვალები გაგყიდიან შენ…
ეს ფრაზა ამ ფოლდერივით ამოტივტივდა.
რატომ ვემსგავსებით სხვებს? იქნებ მასე სულაც არაა და უბრალოდ სხვებში საკუთარ თავებს ვპოულობთ, გვიხარია, მაგრამ სხვები ფრთხებიან, ვაი თუ ამან მაჯობოსო და უჩინარდებიან , აი ასე სრულდება სხვისობა, რომელიც კვალს მაინც ტოვებს, კვალს რომელიც იმ ფიქრებისგან დაცლილ ქუცას ჰგავს. შენ მაინც მიდიხარ , მიუყვები მოასფალტებულ გზას, , თითქოს უაზროდ, მაგრამ სინამდვილეში თავში უამრავი რამ გიტრიალებს. ხედავ საკუთარ ჩრდილს უკვიდრდები და თან ყურადღებასაც არ აქცევ. როგორ? გიჩნდება კითხვა. ეს რაღაც ქვეცნობიერია… გიყვარს?არ გიყვარს? არა ეგ რა შუაშია? ბგერები გინდა გააჟღერო და მერე ღიღინს იწყებ, თან ჩუმად, რომ არავინ გაგიგოს. თუმცა ვინ უნდა გაიგოს იქ ხომ არავინაა. ის ჩიხი გახსენდება ერთხელ, რომ აუყევი და ერთ-ერთი სახლის აივანზე , ვიღაც ქალისგან მზესუმზირა იყიდე. 7 ჭიქა მოითხოვე და ამით რატომღაც სიხარუის ნაცვლად სევდა მოჰგვარე. ___ деточка сьем лет тому назад у меня сын умер…
რა საშინელებაა ფიქრობ და მაინც მზესუმზირის კნატუნით აგრძელებ სვლას. სხვა დროსაც იგივე ქუჩას ირჩევ , ისევ 7 ჭიქა … კნატუნი… და __ сьем лет тому назад…
ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ პოულობ საკუთარ თავს და უბრალოდ აზრს ვეღარ ასრულებ, იმ აზრს რომელიც გაურკვეველ თარიღში წარმოიშვა და ის, ვირაცამ შენში უკვე დაასრულა… ამიტომ უბრალოდ წყვეტ ფიქრს იქამდე სანამ არ მოვა შემდეგი ქუჩის გაჩერება…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ობრაზნო პიშეშ5 ობრაზნო პიშეშ5
5. არა სკამზე რომ ზის ჩემი ძმაა და მე გვერძე ვდგავარ:) ისე კი ირინკამ გაგვაცნო ერთმანეთი ლიტ კაფეში არა სკამზე რომ ზის ჩემი ძმაა და მე გვერძე ვდგავარ:) ისე კი ირინკამ გაგვაცნო ერთმანეთი ლიტ კაფეში
4. სკამზე, რომ ზიხარ თუ ის ხარ ესეიგი გიცნობ:) და ლიტ კაფეში შენც ყოფილხარ გავიგე:) და მაინც, რომელი ხარ? სკამზე, რომ ზიხარ თუ ის ხარ ესეიგი გიცნობ:) და ლიტ კაფეში შენც ყოფილხარ გავიგე:) და მაინც, რომელი ხარ?
3. ირი ვიცი და გაკოცე. ნეტოჩკა გაიხარე!
ირი ვიცი და გაკოცე. ნეტოჩკა გაიხარე!
2. ეს ვიცოდი, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ შეფასების საშუალება არ მქონდა :) ახლა კი დაუფიქრებელი 5 იანი შე!!!! :)))) ეს ვიცოდი, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ შეფასების საშუალება არ მქონდა :) ახლა კი დაუფიქრებელი 5 იანი შე!!!! :))))
1. ნაპერწკალი :) ხო ეგრეა ნაპერწკალი :) ხო ეგრეა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|