ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2010


ჯვარცმა...

ჭექა-ქუხილი, წამლეკავი ღვარცოფი ხევთა!
ბაღი, ლოდინი...... ჟამი მწუხრის.გეთსიმანია.
განვრცობა სამად; ცოდვა, ჯვარცმა, კაციდან ღმერთად.
დრო; გამთენია!სასჯელამდე  ჯერაც შორია...

მამაო ჩემო, ამარიდე მე განსაცდელი
და დამიტოვე ეს სხეული სულის ზედაშედ.
თენდება! - როცა მტრედისფერი ბნელს გადადენის.
მიდი, ჯალათო, აღასრულე უფლის ნება  შენც....

სადღაც ძელს თლიან... ცა დაწმინდა ყივილმა მამლის
და კრავენ ხის ჯვარს უფლის მხრებზე დასატოლებელს,
შენც  გეშინია...  გეშინია, ლოცვისგან დაღლილს...
ნელა თენდება, ვარსკვლავები ცარგვალს ტოვებენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები