ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2008


პოეტს

ვნებას, ჩაწოლილს ხმის იოგებში,
როგორც ავაზას, მსხვერპლს რომ უმიზნებს,
ისე ასკუპებ, უცებ ლექსებით
და იმუხტები შემხვედრ დუმილზე.

შენს ხმას - მღელვარეს, მღვრიეს და საშიშს,
შენს ნიჭს -ამ ემოციებად დაღვრას
ვეჩვევი, როგორც არაბი ჰაშიშს.
ვიფონებ, როგორც სველ მრავალძარღვას.

სიტყვა ტყვიაა, ვიცი და დუმილს
ჯავშან-ჟილეტად ვიყენებ მაშინ,
როცა გრძნობები მთვრალი კაცივით
მეხვეწებიან, შევუშვა სახლში.

არადა, ცეცხლში იწვება ქალი,
ქალი რომელსაც ვაძალებ სიკვდილს
(ჩემს არსებაში, სარკოფაგივით,
ამდენ მუმიას რა ატევს, მიკვირს).

გულს არ ვაკარებ, შენს აღსარებას,
მთელი ქვეყნისთვის ერთად განდობილს,
რადგან ვიცი, რომ შენ ხარ პოეტი-
ანუ მუდმივა არამდგრადობის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები