ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


სადაც არავინ, არაფერზე პასუხს არ აგებს.....

საღამო ხანი გაეჩხირა ეზოს "არკაში.."
გზა ყველა ქუჩით, ერთად მიაქვს ავტომობილებს.
ჰაერს მომწარო სუნი დაჰკრავს თითქოს ანაშის.
შიში, რომელიც ახლა  სიკვდილს გამიადვილებს,

სადღაც ვიტრინის ანარეკლში ჩემ თვალებს ლანდავს.
სინდისს, სხეული ვეღარ მალავს სულის კუთხეში.
ცაში არა.....აქ ჩვენში უჭირს უფალს დანახვა,
ადამიანის!- და შიში ოდნავ ოფლიანი თანაც უხეში,

არ ტოვებს ქუჩას.... და მე მზერა არ მტოვებს მარტოს.
ვიღაცის ფიქრს და წარმოსახვას ეშმა განაგებს.
ოთახში სადაც დენის ქურა თავის თავს ათბობს,
ახლა არავინ, არაფერზე პასუხს არ აგებს.....

გაურკვეველი შეგრძნებები კიდია ბეწვზე,
როგორც ცხოვრების უმაღლესი სიბრძნის გამოცდა.
მე, უცნაურად დაბნეული პასუხებს ვეძებ.
უკვე ვცადე და ლოცვა  ხორხსაც ვეღარ ამოცდა.

მოვუხმობ უფალს, ის აქ არის ახლა ოთახში.
გარეთ კი ახალ ცოდვას გეგმავს სადღაც "იუდა".
ცოტაც და მალე დამთავრდება ბედთან თამაში,
რომ ღმერთმა ყველას თავის წილი მიწყივ მიუზღას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები