ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2008


შემოდგომის საღამო

შემოდგომის საღამო

საღამოს პირებს  მდუმარედ ზვერავს
ჩემი ტკივილის და მონატრების
გადაღლილი და შიშველი მზერა,
და მაგონდება ადგილის დედა
და ჩემი დედა სევდიანი თაფლის თვალებით
და ბორგავს სული –დაბნეული უცნაურ ბედით-
სიყვარულებით, იმედებით, აღიარებით
და ჩემი დედა თვალს ადევნებს სიშორის ყინულს
თაფლის თვალებით თვალს ადევნებს ჩემს გულს და მზერას
Dდა შემოდგომა მზის სხივებად ადნება მინებს
იმ სახლის-მე რომ ვუყვარდი და მზარდა და მწერა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები