ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2010


გაიღვიძე!!! გემუდარები...

"ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი"

წამი წამს კუდში უწყვეტად მისდევს,
მომდევნო წინას აქცევს წარსულად,
შენ კიდევ თავი სასთუმალს გიდევს,
თურმე რამდენი წელი გასულა...

გიორგი ხერგიანი

***

სანამ შენ გეძინა, ბევრი რამე შეიცვალა, ძალიან ბევრი...
ბიჭები წამოიზარდნენ, შენი მეგობრები კი გარდაიცვალნენ; აშენდა სახლები, დაინგრა ოდები; გაღარიბდნენ მდიდრები, გამდიდრნენ ღარიბები;
ბრძენნი დაჩლუნგდნენ, სულელებმა კი ჭკუა ისწავლეს; მამაცნიც კი შეაშინა მხდალთა გამბედაობამ; ორატორები დამუნჯდნენ, მუნჯებმა კი
ლაპარაკი ისწავლეს; პატიმრები გამოუშვეს, თავისუფალნი დააპატიმრეს; ტაძრები დაანგრიეს, ეკლესიები ააშენეს; მორწმუნეებმა რწმენა დაკარგეს,
ურწმუნოებმა კი ჯვარი დაიკიდეს გულზე და პირჯვრის წერა ისწავლეს...
სანამ შენ გეძინა, ბევრი რამე შეიცვალა, ძალიან ბევრი... შენ კი ისეთი ტკბილი ძილით გძინავს, რომ ვერაფრით გამიღვიძებიხარ, მაგრამ დღე და ღამე,
მუხლმოდრეკილი შენს საწოლთან ვდგავარ და გევედრები, გემუდარები, ღვთის გულისათვის გაიღვიძე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები