ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2010


გადავრჩით

ჯერ კიდევ მაშინ,
ცივ თებერვალში,
ძალიან სუსტად მომესმა ქარში,
შაშვის გალობა.
არანაირად არ შევცდებოდი,
მთელი ზამთარი ველოდებოდი.
მერე, თქვენც გახსოვთ,
როგორ მობრუნდა უკან ყინვა,
თოვლი და ქარი
და სადღაც, ბაღში,
იმ ყიამათში,
-პატარა ჩიტი, მიუსაფარი.
მთელი დღე დარდით აღარ ვიყავი,
ალბათ სიყვარულს შეაკლა თავი
და იქვე ხეზე მიეყინა პაწია ტანი.
-გავიდა ხანი!
და უცებ მესმის სიმღერა ღამით,
.-სიყვარულის საგალობელი...-
ამოვისუნთქე!  მე და შაშვი,
-ჩემი პირადი მახარობელი-
თურმე  გადავრჩით!
მერე ვიტირე! 
ბევრი ვიტირე!
როგორ დავუშვი,
რომ სიყვარული მოკვდებოდა,
როგორ დავუშვი?...
-თუნდ ერთი წამით,
როგორ დავუშვი?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები