ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2010


გვინივერა

კამელოტის დედოფალი
მობრძანდება ეტლით.
გვინივერას გვერდს უმშვენებს
მეომარი ერთი.
ქალი-ეს ის მნათობია,
დილით რომ ამოდის.
დაიჩოქეთ რაინდებო,
დედოფალი მოდის.

მეფე გიორგის მონოლოგი

პიპა, აქ უკვე შეწყდა ხმაური,
ძმადნაფიცები ძლივს გავაჩერე.
მიდი, მომგვარე ის ბედაური,
შირიმნის ველზე რომ გავაჭენე.
თორემ შემიპყრო უსაზღვრო სევდამ,
სულ თვალწინ მიდგას თალაგვას ქალი.
სიზმარში ვხედავ გარდაცვლილ დედას,
წელზე რომ ბასრი შემარტყა ხმალი.
მიდი, მომგვარე მეფური ცხენი,
ვეფხვებითა მსურს დღეს ნადირობა.
გიყვარდეს პიპა, მოყვასი შენი
არ დაივიწყო ეს ნადიმობა.
მეც მანაღვლებდა ქართველთა ბედი,
ტაძრის აგებას შვილიც მაესწრო.
ვკვდები... კარგია, პიპა, შენს მეტი
ჩემს აღსასრულს რომ არვინ დაესწრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები