ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2010


ჩემი აღსარება

მე მკრეხელი ვარ,
აღსარებაზე
,,უშუამავლოდ”
მოგმართავ ღმერთო,
უიმედობას ვეტრფი დღედაღამ,
გთხოვ... მომიტევო,
უფალო ჩემო...

როგორ დამღალა
მუდამ ძიებამ,
ჭეშმარიტებას ვხედავ და
ვერ ვცნობ,
ვალდებულებად  მექცაო
თითქოს,
ღამით ძილის წინ
,,მამაო ჩვენოც..."

ჰო, შეცდომილი,
გესაუბრები
ეჭვებითა და საყვედურებით,
იმის მაგივრად,
რომ გიმადლოდე
მადლს დილისა
და ამ გათენების...

პირჯვარს დავიბნევ
სამკაულივით,
საყდართან ჩავლილს
მჯობნის ინსტინქტი,
ვფიქრობ შენზე და
მოსვლას ვერ ვბედავ,
ან იქნებ არ მსურს?
ისიც არ ვიცი...

ცოდვებს ნაგროვებს
სული ატარებს,
სხეულით ზიდვა ძალიან მიმძიმს,
დღეს მოგადექი, ჩემს
შეცოდებებს,
(გთხოვ, მომიტევო,)
პეშვებით გიყრი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები