ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2010


პატარები

            ფასადებიანი თბილისი

წვიმს...
ავტობუსი...-ყვითელი შიში,
დადის და დააქვს თბილისი სხვისი.
შეხვედრა შენთან მე ისე მინდა...
  -ჩემი კი, ალბათ, ფასადებს მიღმა...

        ***   

სავსეა სივრცე შენით ბოლომდე.
ვთქვათ და უეცრად ნახვა მომინდეს,
ან სად გიპოვო,  ან სად მოვიდე?

              ***
ყველა კუნჭული ამოვავსე შენზე ფიქრებით
აღარ უბერავს, აღარც ზამთარში.
თბილა ჩემს სახლში.

            ****
სადღაც,
უცხოს და სუუულ არავის,
სუუუულ არაფერი არ უნდა შენი,
მხოლოდ უყვარხარ და ედარდები.
-თქვენ იცით რამე, უფრო დიადი?
ან უფრო წრფელი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები