ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2010


ჩემი დაბადების დღე



მზერაში  ყვავის მიწის ეკლები,
ზეცის ეკლები-
ახლა მწვანედ უნდა მფერავდე.
დღეს შეცვლილი ვარ,
თანაც მახსოვს, ცხელი ნეკნიდან
დიდი ცხნის წინათ ზეიმით რომ ამოგეზარდე,
ამიტომ, ალბათ, მტვრიან სიტყვებს ვეღარ ავიტან.

-----
-ნუ მეტყვი, მხრებზე მარტის ბოლოდან
ჩამონაწრეტი  ხავსი მაწევსო.
ოცნება ისეც ღრუბლით სავსე მაქვს,
მუჭრები ისეც ნამით ამევსო.
თვალები ისეც ზეპირად გსწავლობს
ასე ძალიან მთასავით მაღალს,
მზე რომ გაცხუნებს, ყოველი სხივი
ჩემს მკლავებს დანის წვერივით დაღავს.
რომ გაწვიმს,  ჩემი თვალების ეკლებს,
ან უფრო სწორედ ეკლიან  სასწორს
ხავსიან მხარზე მდუმარედ გადგამ 
და სანამ მიწის ნაპრალი გასწოვს
წვიმის ნახევრად სევდიან რაკრაკს-
ნახევრად ვდგები და გიწვდი მკლავებს,
რომელზეც  მარტის  ფერები დამკრავს.
2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები