ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2010


ეპისტოლე და აპოკრიფი

ე-რთხელ ვკითხე გალაკტიონს:მიპასუხე ბიძი:
პ-ოეტობა რთული არის თუ არ ხარ ტაბიძე?!
ი-ს ბავშვურად გაირინდა,ჩაახველა:ჰმ,ერთი
ს-აფიქრალად წუთი მომე,ხომ არა ვარ ღმერთი.
ტ-იტანივით აიზიდა,მოუკიდა პაპიროსს,
ო-რბიტიდან მისი მზერა გაცდა ლურჯ სანაპიროს,
ლ-აგუნაში ბანაობდა მეფის სული - დელფინი,
ე-რთი ვიცი:ის ჩვენს შორის იყო ლექსის ელფივით!

დ-ა პასუხიც ლექსად მითხრა,ერთი წუთის მერე მან,
ა-ხლა კარგად მომისმინე,თორემ ძილი მერევა:

ა-რც ბოდლერი.არც ედგარ პო არ ყოფილა ტაბიძე,
პ-ოეზია არის მძივი,შენ რითმები აკინძე!
ო-ვაციაც,გულისწყრომაც უგუნურებს მიანდე,
კ-ართან მაშინ დაგიხვდება დაფნა - მოგირლიანდე!
რ-ადგან მეფეს ვეზირები,უხვადა მყავს ძამიკო...
ი-ს გირლიანდა ჩემთვის მხოლოდ მარტოობის ძნა იყო,
ფ-იქრით მაშინ სხვაგან ქროდა,სული - სხეულს გაცლილი,
ი-ყო მარტო,როგორც ვერხვი,ქარით კანგადაცლილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები