ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2010


ისეთი წიგნი ანდა მოთხრობა

"მწერალს უპირველეს ყოვლისა საკუთარი "ენა"უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და უკეთესად რომ ვსთქვათ, მისი სულია;                                                              ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი "მე". ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის. ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისი ნაწარმოებიც რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითხვისას. მაშასადამე ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავი ჭეშმარიტება, სამარადისო მშვენიერება..."

ვაჟა-ფშაველა
ლიტერატურული წერილი 
"ნიჭიერი მწერალი"

ისეთი წიგნი უნდა დაწერო
ისეთი სახის, ისეთ იერის,
რომ ქარიშხალიც ვერ წალეკავს და
რომ აღმოჩნდება დროზეც ძლიერი.

ისეთი წიგნი უნდა დაწერო
ისეთი ლექსი, ანდა მოთხრობა,
რომ დამკვიდრდება მრავალთა გულში,
უნდა დაწერო მარადი გრძნობა.

შენეულ ფერით, შენეულ ფორმით
რომელსაც ბევრი იცნობს იმწამსვე,
სწორედ ამგვარად უნდა დაწერო,
უნდა დაწერო გრძნობა სისხლსავსე.

ისეთი წიგნი უნდა დაწერო
ისეთი სახის, ისეთ იერის,
რომ ქარიშხალიც ვერ წალეკავს და
რომ აღმოჩნდება დროზეც ძლიერი.

7 აპრილი
2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები