ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2010


როგორ უძლებ ლელა...( ექსპრომტი)

ხედავ, დაატარებ ტანით
ყველა ამქვეყნიურ წყევლას.
სულში გაფურხებენ ლამის,
მაინც როგორ უძლებ ლელა....

დევნი, ემოციას დევნი,
ლექსებს რითმით ამტვრევ მალებს.
იცი ვერ გაგიგებს ბევრი...
სულს რომ იოდივით დალევ.

თავს შენც გაუფრთხილდი მაინც,
სხვა ხომ უფრთხილდება ახლა.
სძულხარ ცოცხალიც და მკვდარიც,
ყველა მედროვეს და ახვარს...

ათას სიბინძურეს ბლანდავს,
ვიღაც ტუტუცი და რეტი...
როცა ამოგდებენ ლაგამს
აღარ იფართხალო მეტი.

სულში ნაფურთხები თვალით.
ჰგავხარ გეშდაკარგულ მწევარს.
როცა აღარა გაქვს თავი,
თავი დაანებე ყველას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები