ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


ჩვენ (ეძღვნება ჯემალ ჩახავას)

ჩვენ გადავლახავთ ნილოსს, რუბიკონს,
ვერ გვიხილავენ მტრები დარდიანს.
დავაგუგუნებთ ისევ ’’სულიკოს“,
ხოტბას შევასხამთ ცოტნე დადიანს.
სამარადისოდ მცხუნვარე მზეებს
ხელისგულებზე ავაბრიალებთ.
არ დავივიწყებთ დიდების დღეებს,
დროშებს ამაყად ავაფრიალებთ.
ისევ დავსჭექავთ ’’მრავალჟამიერს“,
ავაწკრიალებთ ზარებს სიონის.
კიდეც დავიცავთ იმერ-ამიერს
და სიდიადეს კავკასიონის.

2010

წელს ბატონ ჯემალს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.
ამ ჩემი მოკრძალებული ლექსით ვულოცავ მას ამ საიუბილეო თარიღს!
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი თავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები